საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-14 ნაკადზე მიღება დაიწყო
„საქართველოს ბანკი“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად, პროგრამის მე-14 ნაკადის მიღება გამოცხადდა. მონაწილეები ინტენსიურ ვორკშოპებს 15-17 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო Pullman-ში გაივლიან.
პროგრამა ინოვაციური იდეების მქონე ქალ მეწარმეებს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ყველა ეტაპზე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ძირითად ღირებულებას - ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას ეფუძნება.
ინტენსიურ ვორკშოპებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დარგის ექსპერტისგან მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:
- - ფინანსების მართვა;
- - ციფრული მარკეტინგი;
- - გაყიდვების სტრატეგიები;
- - ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები და სხვა.
„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ქალ მეწარმეებს ცოდნაზე, რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე წვდომა გავუმარტივოთ. გვჯერა, რომ პროგრამის მონაწილეები საკუთარი ბიზნეს იდეების რეალიზებას ან უკვე არსებული საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას შეძლებენ. ინტენსიურ ვორკშოპებზე ისინი გაეცნობიან ბიზნესის ეფექტიანად მართვისთვის საჭირო ინფორმაციას, გაიცნობენ თანამოაზრეებს და კვალიფიციური სპეციალისტებისგან რეკომენდაციებს მიიღებენ. მოხარული ვართ, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი იმატებს და შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ასობით მეწარმე ქალს საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში მხარი დავუჭიროთ“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


