უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 აგვისტო, 2025 10:30
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-11 ნაკადის გადამზადება დასრულდა

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების განვითარების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და მას საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით ახორციელებს.

სწორედ მეწარმე ქალთა მხარდაჭერის ფარგლებში ქუთაისში, პროგრამის მორიგი, 11-ე ნაკადი გადამზადდა, რომელშიც მონაწილეობა 15-მა მეწარმე ქალმა მიიღო.

პროგრამას გამოცდილი მენტორები უძღვებოდნენ. მათ საკუთარი გამოცდილება შემდეგ თემებზე გააზიარეს:

  • - ბიზნესის განვითარება - ლარისა პატარაია, საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Start -Business Solutions" მმართველი პარტნიორი;
  • - ელექტრონული კომერცია - ანა ტაბატაძე, Extra.ge-ს სტრატეგიული პროექტების დირექტორი;
  • - სოციალური მედიის მართვა - მარიამ ბეროძე, სოციალური მედიის გუნდის ხელმძღვანელი კრეატიულ სააგენტო რედბერიში;
  • - ციფრული მარკეტინგი - თამარ ნიკოლეიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის მფლობელი;
  • - გაყიდვების საწყისები - ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია “სოლუშენერის“ დამფუძნებელი;
  • - ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - ნინო გორგაძე, PMP მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელი.

ძლიერი ქალი ძლიერი იდეითმეწარმე ქალებისთვის ქმნის შესაძლებლობას, გაეცნონ მათი ბიზნეს მიზნების მისაღწევად სასარგებლო და აუცილებელ სხვადასხვა ინსტრუმენტს, მათ შორის, მაგალითად, ციფრულ მედიას. ეს პროგრამა მათთვის და განსაკუთრებით, რეგიონში მცხოვრები ქალი მეწარმეებისთვის არის საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვრობის რწმენისა და არგაჩერების მოტივაცია. ჩემთვის ეს გამოცდილება ფასდაუდებელია, რადგან დამანახა, რა საჭიროებები აქვთ მცირე მეწარმეებს და როგორ შეგვიძლია ჩვენ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, დავეხმაროთ მათ, უკეთ შექმნან, გაავრცელონ, გაყიდონ, მართონ თავიანთი პროდუქტები, მომსახურება თუ ბიზნეს-პროცესები. ვისურვებდი, უფრო და უფრო მეტ ქალს ესარგებლა ამ პროგრამის სიკეთეებით და მიღებული ცოდნა მომხმარებლისთვის, რეგიონისთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ახალი და საინტერესო ბიზნესების გასავითარებლად გამოეყენებინა”, - განაცხადა თამარ ნიკოლეიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის მფლობელმა.

ქვეყანაში ქალების ეკონომიკური გაძლიერება პრიორიტეტულ ამოცანად რჩება. ქალი მეწარმეების წარმატებაში თუნდაც ერთი აგურის დადება დიდი საქმეა. მეწარმეებს სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული რჩევები, გამოცდილების გაზიარება და მოტივაცია სჭირდება. ქალი მეწარმეების განვითარების პროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა, სადაც ქალები საკუთარ საქმიანობას ბიზნესის კეთების მაღალ სტანდარტად აქცევენ. აქ გამოცდილი პროფესიონალები ვუზიარებთ ჩვენ ცოდნას დამწყებ მეწარმეებს და ვასწავლით, როგორ შექმნან თანამედროვე, წარმატებული ბიზნესი. ეს პროგრამა აფართოებს კავშირებს, შესაძლებელს ხდის საინტერესო პარტნიორობას ჩაუყაროს საფუძველი. აქ ხდება უნარების ტრანსფერი და ღირებულებების გაზიარება, სადაც ძლიერ იდეებს ძლიერი ქალები რეალობად აქცევენ”, - ამბობს ლარისა პატარაია, საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Start -Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი.

პროექტი ქალ მეწარმეებს საშუალებას აძლევს გაზარდონ საკუთარი ბიზნესის ცნობადობა და ისწავლონ, როგორ წარმართონ კომუნიკაცია სოციალურ მედიაში. რადგან მეწარმეებს პროცესების მართვა საკუთარი ხელით უწევთ, ჩვენი ამოცანა სწორედ ამ პროცესების შემსუბუქება და გამარტივებაა. ამ პროექტში ჩართულობა მნიშვნელოვანია - აქ დაგროვილი ინფორმაცია მეწარმეს დაეხმარება, უფრო გააძლიეროს ბიზნესი და ბრენდის ხმა მეტ ადამიანს გააგონოს”, - განმარტავს მარიამ ბეროძე, სოციალური მედიის გუნდის ხელმძღვანელი კრეატიულ სააგენტო რედბერიში.

ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ესაა ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი