უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ივნისი, 2022 11:42
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ჯოლიოს“ ქართული წარმოების ზეთი ექსპორტზე გავიდა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯოლიოს“ ქართული წარმოების არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი ექსპორტზე გავიდა. კომპანია ნეპალს, ტუნისს და სომხეთს 626 ტონა ზეთით ამარაგებს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საწარმოს მშენებლობას და დანადგარების შეძენას მოხმარდა. საწარმოს თვეში 3000 ტონა მზესუმზირის მარცვლის გადამუშავების რესურსი აქვს, რაც დაახლოებით 1,2 მლნ ლიტრი რაფინირებული და ბოთლში ჩამოსხმული ზეთის წარმოებას უტოლდება. კომპანია ყოველდღიურ საქმიანობაში 65 ადამიანს ასაქმებს.

„ჩვენი კომპანია მზესუმზირის ზეთის გარდა, მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებულ „მზესუმზირის შროტსაც“ აწარმოებს, რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება და მისი 99 %-ის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. რაც შეეხება ჩამოსხმულ ზეთს, ის საქართველოში, როგორც საცალო, ასევე სავაჭრო ქსელებში გაიყიდება “იალონის” ბრენდის სახელით. ჩვენ უკვე გავედით ექსპორტზე და სამომავლოდ ვგეგმავთ ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას. ვაპირებთ ავითვისოთ ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩრდილოეთ აფრიკა“,- განაცხადა ლევან ტრაპაიძემ, კომპანიის დირექტორის მოადგილემ.

„მოხარული ვართ, რომ კომპანია სულ უფრო მეტად ვითარდება. ხარისხი და პასუხისმგებლობა კომპანიის ძირითადი ფასეულობებია, რის საფუძველზეც იქმნება პროდუქტი, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და გაუმჯობესებაზე. „ჯოლიო“ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური საწარმო. ის უწყვეტ რეჟიმში, ადგილზე არსებული თანამედროვე ლაბორატორიით, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტებითა და კვების ტექნოლოგებით, კვალიფიციური ადგილობრივი კადრებით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის 100% მზესუმზირის ზეთს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმებში, რაც ახალი ბაზრების ათვისებას გულისხმობს“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია ჯოლიო დაარსდა 2019 წელს და წარმოადგენს პირველ ქართულ ბიზნეს პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს მზესუმზირის ზეთის წარმოების სრულ ციკლს და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ნედლეულის დამუშავება, დაწნეხა, რაფინირება, დაფასოება. ასევე, აწარმოებს ცხოველთა და ფრინველთა საკვებს. საწარმო IშO 22000-ით არის სერთიფიცირებული. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეესაბამება ევროპის მიერ აღიარებულ სტანდარტებს და მუდმივად მოწმდება როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის ლაბორატორიებში.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი