უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მარტი, 2025 17:38
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გზა 2015“ კასპის მუნიციპალიტეტში ახალ ქარხანას აშენებს

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, რეგიონებში ბიზნესის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის ინვესტიციით, „გზა 2015“ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში სამშენებლო მასალების მწარმოებელ ახალ ქარხანას აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ევროა. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2.5 მილიონ ევროს შეადგენს და ის ქარხნის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.

„კომპანია ბაზარზე 2015 წლიდან აქტიურად ოპერირებს. დაარსებიდან მალევე, ის ერთ-ერთი ლიდერი გახდა საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოებაში. ახალი ქარხნის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენს წარმოებას დავამატოთ 30 სახეობის პროდუქცია. სამომავლოდ უცხოური ბაზრის ათვისებას და საქართველოში წარმოებული სამშენებლო მასალების ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბანკის ინვესტიციით შევძლებთ ქარხნის სრულყოფილი მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებასა და მის სრულად აღჭურვას“, - განაცხადა “გზა 2015” - ის დირექტორმა, ლევან ღლონტმა.

„გზა 2015“ ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა, რომელიც სამი ქარხნითაა წარმოდგენილი ქართულ სამშენებლო ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ კომპანიის სწრაფვას განვითარებისა და გაძლიერებისაკენ, რასაც ახალი ქარხნის მშენებლობაც მოწმობს. ის კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო მრავალფეროვანი სამშენებლო მასალები აწარმოოს და აითვისოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზარი. მსგავსი ინიციატივები რეგიონებში დიდ მოტივაციას აძლევს სხვა ბიზნესებსაც. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების უფროსმა გიორგი წეროძემ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი