უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ნოემბერი, 2025 15:34
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ეთჰოუმი” მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

საქართველოს ბანკი, დეველოპერული სექტორის გაძლიერებას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „ეთჰოუმი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს, ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ, ოთარ ჭილაძის N9-ში ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 17.2 მლნ. დოლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 12.2 მლნ. დოლარია.

აღნიშნული პროექტი 3,668 კვ.მ -ზე 19 სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც საერთო ჯამში 114 ბინას, სასტუმროს ნომრებს, კომერციულ ფართებსა და საპარკინგე სივრცეს გააერთიანებს. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის პარტნიორები ვყოფილვართ. ამჯერად, კომპანია „ეთჰოუმი“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს, რომელიც როგორც ბინებს, ასევე სასტუმროს ნომრებს გააერთიანებს. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და გამწვანებულ ქუჩაზე მდებარეობს და ის არქიტექტურით, მრავალფუნქციურობითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. სამომავლოდ, კომპანია არაერთი დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის. გვინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აღნიშნული სექტორის გაძლიერებას,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი