საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ორგანიზებით, ეკონომიკის ოლიმპიადა იწყება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი 15 ივნისს ტარდება.
ინიციატივა საერთაშორისო პროექტის ნაწილია, რომელიც 2016 წელს Institute of Economic Education (INEV) მიერ ჩეხეთში შეიქმნა და მასში ყოველწლიურად 30 ქვეყნის 80 000 მოსწავლე მონაწილეობს.
საქართველოში პროექტი GELi-ს მიერ ხორციელდება.
წელსაც, ტრადიციულად, ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები:
- სკოლის რაუნდში მოსწავლეები ქართულ ან ინგლისურ ენაზე ტესტს ონლაინ დაწერენ. საუკეთესო შედეგის მქონე 200 ახალგაზრდა კი ეროვნულ ტურში იასპარეზებს;
- ეროვნული ეტაპი თბილისში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას და შეძლებენ, დაესწრონ საინტერესო ღონისძიებებს ეკონომიკის შესახებ. ეროვნულ ეტაპზე გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა, რომლებიც ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას;
- ბანაკის დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე აგვისტოს ბოლოს საბერძნეთში გაემგზავრება და საერთაშორისო - ფინალურ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ისინი 30-მდე ქვეყნიდან შერჩეულ 100-ზე მეტ მოსწავლესთან ერთად იასპარეზებენ.
ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და თავისუფალი უნივერსიტეტის პარტნიორობით კეთდება.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


