საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Change Inspire-ის მე-6 კონფერენცია გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც AI ინოვაციების მხარდამჭერი და ტექნოლოგიური განვითარებების ქომაგი, წელს Change Inspire-ის მთავარი, „Game Changer” პარტნიორია. Change Inspire საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექ ღონისძიებაა, რომელიც 2018 წლიდან იმართება. წელს იგი მეექვსედ უმასპინძლებს სტუმრებს და სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ ლიდერებსა თუ ინჟინრებს ხელოვნურ ინტელექტზე სასაუბროდ გააერთიანებს.
ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება თემით — „AI ჩემპიონთა ლიგა“. იგი ხელოვნური ინტელექტის რეალურ გამოყენებას შეეხება და სპიკერებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი გამოცდილება, მიღწევები და სტრატეგიები ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ანალიზის, კიბერუსაფრთხოების და IT ინფრასტრუქტურის მიმართულებებით მასშტაბურ აუდიტორიას გაუზიარონ.
საქართველოს ბანკი, როგორც AI ინოვაციების გავრცელებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი და ტექნოლოგიური ეკოსისტემის აქტიური მხარდამჭერი, კონფერენციაზე რვა სპიკერით წარდგება.
საერთო ჯამში, ღონისძიება 40-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს გააერთიანებს, ხოლო მონაწილეთა რიცხვი 600-ს გადააჭარბებს. კონფერენციის მრავალფეროვანი პროგრამა პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, მათთვის საინტერესო სესია აირჩიონ და სფეროს ლიდერებისგან პრაქტიკული ცოდნა მიიღონ .
კონფერენცია გამოცდილების გასაზიარებლად, დარგის საუკეთესო პრაქტიკების გასაცნობად და ხელოვნური ინტელექტის კულისებს მიღმა პროცესებში ჩასახედად გამორჩეულ სივრცეს ქმნის.
შემოუერთდით „AI ჩემპიონთა ლიგას“ და გახდით ტექნოლოგიური მომავლის ნაწილი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


