უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2026 16:57
font-size

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, მათ მხარდაჭერას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის ინიციატივით, კორპორაციული ბიზნესებისთვის 16-17 თებერვალს, მაკკინზის და კოკრეას ორდღიანი ვორქშოფი გაიმართა.

ვორქშოფის მიზანი იყო, საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლები საერთაშორისო გამოცდილებას გასცნობოდნენ და მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა, რაც მათ თანამედროვე ბიზნეს გარემოში გამოწვევების ეფექტურად მართვაში დაეხმარებათ.

ღონისძიება ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის ჩატარდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაკკინზის წარმომადგენელთან ერთად - გლობალური სტრატეგიული ხედვის გააზრებაზე, ხოლო კოკრეას მიერ ორგანიზებულ სესიაზე - პერსონალურ და ორგანიზაციულ ტრანსფორმაციაზე ემუშავათ.

“საქართველოს ბანკი მრავალი წელია ბიზნესების საიმედო პარტნიორია, რომელიც მათ არამხოლოდ ფინანსურად უჭერს მხარს, არამედ სტრატეგიულ განვითარებაში ეხმარება. ჩვენი მიზანია, პარტნიორ ბიზნესებს მივცეთ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც შემდგომ საკუთარ კომპანიებში გამოიყენებენ. წლებია ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კომპანიებთან - მაკკინზისთან და კოკრეასთან, რის შედეგადაც მივიღეთ უნიკალური გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და გლობალური ხედვა. გვსურდა, ეს გამოცდილება ჩვენი პარტნიორებისთვისაც გაგვეზიარებინა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორი მსგავსი საერთაშორისო კომპანია ერთ სივრცეში ატარებს ვორქშოფს, სპეციალურად ჩვენი პარტნიორებისთვის. ის აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რაც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და ეფექტურად მოერგონ თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი