საზოგადოება
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების წევრებს უმასპინძლა
საქართველოს ბანკი, როგორც ქართული სპორტის, განსაკუთრებით კი ქართული ფეხბურთის ქომაგი და მთავარი სპონსორი, ქართველი ფეხბურთელების მხარდაჭერას აგრძელებს. საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა დღეს დაგროვილი ქონების ისტორიულ შენობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ეროვნული ნაკრების წევრებს უმასპინძლა.
„მოხარული ვარ რომ დღეს მაქვს პატივი, ვუმასპინძლო საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, სპორტსმენებს, რომლებმაც სრულიად შეცვალეს ფეხბურთის ისტორია ბოლო წლების განმავლობაში და ის საერთოდ სხვა ეტაპზე აიყვანეს. მადლობა მათ თითოეული ემოციისთვის, სიამაყის მიზეზისთვის, მეტოქის კარში გატანილი თუ ჩვენი კარის მისამართით აღებული გოლისთვის. მადლობა იმისთვის, რომ კვლავ გაგვახსენეს გულშემატკივრობის გემო, ერთიანობის სიხარული. მადლობა იმისთვის, რომ დაგვაჯერეს, ზღაპრის ბოლო რომ კეთილია და გაგვხადეს იმ მოვლენის მონაწილეები, შვილიშვილებს რომ მოვუყვებით. ძალიან გვეამაყება, რომ ჯერ კიდევ 2022 წლიდან საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი მხარს უჭერს არამხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, არამედ ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს. ამ პარტნიორობით თავიდანვე გვსურდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა იმ საქმეში, რასაც ქართული სპორტის განვითარება ქვია. ჩვენთვის განსაკუთრებით დიდი პატივია ეროვნული ნაკრების გვერდით დგომა, რადგან მათ უკვე მოგვიტანეს არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, მათი წარმატება ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“,- აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
“უკვე სამ წელზე მეტია, რაც საქართველოს ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია და შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერია ქართული ფეხბურთის თანამედროვე ისტორიაში. ამ წლებმა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა, არამედ დაუვიწყარი გამარჯვებები და ისტორიული წარმატებები — როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი და ქალთა ნაკრებების, ასევე ფუტსალის ეროვნული გუნდის დონეზე. საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი სტუმრობა საქართველოს ბანკში სიმბოლურად წარმოაჩენს იმ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც ჩვენს ორგანიზაციებს შორის ჩამოყალიბდა. მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ვიზრუნოთ ფეხბურთის განვითარებზე და წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების წარმატებაში. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ ენერგიას შესძენს ქართული ფეხბურთის წინსვლას — როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ”, - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ თამაშს 15 ნოემბერს, ესპანეთთან 21:00 საათზე, დინამო არენაზე გამართავს. 18 ნოემბერს კი ეროვნული ნაკრები სოფიაში, ბულგარეთის გუნდს დაუპირისპირდება.

საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


