უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 მაისი, 2025 21:59
font-size

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, Ibis Tbilisi Airport გაიხსნა

საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით „Fujin Silk Properies”- მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სამვარსკვლავიანი Ibis-ის ბრენდის ახალი სასტუმრო - Ibis Tbilisi Airport გახსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 10 მლნ ევროს შეადგენს. ის საქართველოს ბანკის, ფრანგი ინვესტორის, ჯონ დოდელანდეს და კომპანია Fujin Silk Properties LLC - ის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 4,600მ² ფართობზე 72 ნომრიანი სასტუმრო განთავსდა, სადაც სტუმრები რესტორნით, ღვინის მაღაზიით, სატრენაჟორო დარბაზითა და საკონფერენციო სივრცით სარგებლობას შეძლებენ. ის 39,000 მ² ფართობზე კომპლექსის განვითარების პირველ ეტაპს წარმოადგენს და მისი მიზანი აეროპორტის მიმდებარედ ტურისტული, სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესებაა.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო Ibis Tbilisi airport-ი საერთაშორისო ბრენდ - ACCOR - ის ქვეშ ფუნქციონირებს. ACCOR-ი ევროპის უმსხვილესი ფრანგული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 110 ქვეყანაში 5,584 სასტუმროს, კურორტსა და დასასვენებელ სახლს ფლობს და მართავს.

“საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. წლების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „Fujin Silk Properties”- თან ჩვენი პარტნიორობა. მოხარულები ვართ, რომ თბილისში კიდევ ერთი, ამჯერად Ibis Tbilisi Airport გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია არამხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ და ტურიზმის სექტორის გაძლიერებას. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას არ გაჩერდნენ და კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელონ. სამომავლოდ, კომპანიას არაერთი გეგმა აქვს, რაც მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი