უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 მარტი, 2025 16:44
font-size

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1300-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის გაზაფხულის სეზონზე რეგისტრაცია დასრულდა. სკოლაში სწავლის სურვილი წელს 1300-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.

ახლა ახალგაზრდები მისაღები გამოცდებისთვის ემზადებიან:

  • მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი მოსწავლეებისთვის გამოცდა 12 მარტს ჩატარდება;
  • მე-10 და მე-11 კლასელი მოსწავლეებისთვის კი გამოცდა 11 მარტს გაიმართება.

ამასთან, ყველა საფეხურის მოსწავლისთვის პრეტესტი 10 მარტს ჩატარდება.

მისაღები გამოცდის ტესტის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

STEM სკოლის როგორც პრეტესტი, ასევე მისაღები გამოცდა ონლაინ გაიმართება, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს ტესტი საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან დაწერონ. მონაწილეებს გამოცდაზე დასასწრები ბმული და ტესტირების დრო რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე არაუგვიანეს 7 მარტისა გაეგზავნებათ.

გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით, სკოლაში სწავლას საუკეთესო შედეგის მქონე 300-მდე მოსწავლე შეძლებს. ამასთან, პრეტესტის შედეგებს STEM სკოლაში მიღებაზე გავლენა არ ექნება.

ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს STEM სკოლაში სწავლას უფინანსებს. გაზაფხულის სეზონზე საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლე საქართველოს ბანკის 100%-იან გრანტს, ხოლო შედეგების რეიტინგში შემდეგი 15 მოსწავლე 50%-იან დაფინანსებას მიიღებს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი