უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2025 18:10
font-size

საქართველოს ბანკის Black Friday შეთავაზებები – გზამკვლევი შოპინგის საერთაშორისო დღისთვის

Black Friday-ის კვირეულის ფარგლებში, ყველა სურვილი რომ მაქსიმალური სარგებლით აისრულოთ, თქვენთვის საქართველოს ბანკის აქციების გზამკვლევი მოვამზადეთ. ამ სტატიაში ნახავთ შეთავაზებების რომელიც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანის სურვილებს მოერგება.

შეთავაზებები ახალგაზრდებისთვის

28 ნოემბერს, თუ Student Card-ით ან sCool Card-ით სარგებლობთ, Miniso-სა და Trendyol-ზე შეგიძლიათ 30%-იანი ქეშბექი მიიღოთ. (მაქსიმუმ 100 ლარი)

ხოლო, თუ, ონლაინ თამაშები გიყვართ, Steam-სა და Xbox-ზე გადახდილი თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებთ. შეთავაზება მოქმედებს როგორც ბალანსის შევსებისას, ისე ახალი თამაშის შეძენის დროს. ( ჯამურად, ორივე საიტზე 100 ლარი)

27, 28 და 29 ნოემბერს კი Cellfie-ს აპლიკაციაში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ ამ პაკეტებზე:

  • -7 GB - 5₾;
  • -12 GB - 8₾;
  • -12 GB + 150 წთ + SMS - 10₾.

ინფორმაციისთვის, თუ შეთავაზებებით სარგებლობას sCool Card-ით გეგმავთ, სელფის გარდა ყველა შეთავაზება წინასწარ, sCoolApp-ში უნდა გაიაქტიუროთ.

PLUS Card-ის მომხმარებლებისთვის

წელს, 28 ნოემბერს ფასდაკლებებით სარგებლობასთან ერთად, ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ქულაც დაგერიცხებათ.

10-ჯერ მეტი PLUS ქულა

10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, მათ შორის საათების, ოპტიკისა თუ საიუველირო ნაწარმის, შეძენისას.

ეს აქცია ვრცელდება რეგიონულ სავაჭრო ცენტრებზეც – ზუგდიდი მოლში, ბათუმის Grand Mall-ში, გორი მოლსა და ქუთაისის West Point-ში.

ამ შეთავაზებით სარგებლობისას,შეგიძლიათ მაქსიმუმ 20,000 PLUS ქულა მიიღოთ.

50-ჯერ მეტი PLUS ქულა

28 ნოემბერს 200-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში PLUS ბარათით გადახდისას 50-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებთ. (მაქსიმუმ 10,000 PLUS ქულა)

ამასთანავე, თუ დაგროვილ ქულებს GPC-სა და ფარმადეპოში გამოიყენებთ, ქულებით გადახდისას 30%-იან ფასდაკლებითაც ისარგებლებთ.

ხოლო, თუ 27 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე Wolt-ის Retail კატეგორიაში PLUS ბარათით მინიმუმ 100 ლარის პროდუქტს შეუკვეთავთ, ვოლტის ბალანსზე 30 ლარი დაგიბრუნდებათ.

MasterCard და PLUS მომხმარებლებისთვის

თუ ტექნიკის განახლებას გეგმავთ და PLUS ან MasterCard ბარათით სარგებლობთ, 28 ნოემბერს კონტაქტ ჰოუმში შოპინგისას დამატებით 20%-იან ქეშბექს მიიღებთ. (მაქსიმუმ 200 ლარს)

ქეშბექის მისაღებად გადახდა აუცილებლად უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის POS ტერმინალზე.

SOLO ბარათის მფლობელებისთვის

28 ნოემბერს, გადაიხადეთ ჩამოთვლილ მაღაზიებში SOLO Mastercard World Elite ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე ან გადახდის არხით და დაიბრუნეთ თანხა:

  • -The North Face, Diesel, Napapijri, Magellan, Timberland და Scotch & Soda - 50% ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი);
  • -Amazon - 30% ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარი);
  • -Extra - 30% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი);
  • -ICR Home - 25% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი);
  • -Elite - 20% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი);
  • -SOLO Boutique - 50% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი);
  • -Kiwi Post - 30% ქეშბექი (ლიმიტის გარეშე)

*Amazon-ზე ქეშბექით სარგებლობისთვის გადახდისას აირჩიეთ სადებეტო ბარათით გადახდა.

American Express მომხმარებლებისთვის

American Express-ის საკრედიტო ბარათების მფლობელებისთვის 28 ნოემბერს 10-ჯერ მეტი MR ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. შეთავაზება მოქმედებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, მათ შორის საათების, ოპტიკისა თუ საიუველირო ნაწარმის, შეძენისას. ქულების მაქსიმალური ლიმიტი კი 10,000 MR ქულაა.

როგორ გროვდება სხვადასხვა ამექსზე ქულები:

  • -AmEx Blue – 1 ლარზე 1 MR ქულა
  • -AmEx Green – 1 ლარზე 1.5 MR ქულა
  • -AmEx Gold – 1 ლარზე 2 MR ქულა
  • -AmEx Platinum − 1 ლარზე 3 MR ქულა

ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის

Enza Home-ის ფართო ასორტიმენტიდან ავეჯის, დეკორის ან სხვა ნივთების შეძენისას, 28 ნოემბერს ნებისმიერი ბარათით მინიმუმ 500 ლარის გადახდის შემთხვევაში, ანგარიშზე 10%-იანი ქეშბექი დაგერიცხებათ.

გაითვალისწინეთ, რომ გადახდა აუცილებლად უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის POS ტერმინალზე.

აირჩიეთ სასურველი შეთავაზება, მოემზადეთ შოპინგისთვის და აქციეთ Black Friday სურვილების ასრულების დღედ.

საქართველოს ბანკის Black Friday - ს ყველა შეთავაზებას კი აქ იპოვით.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი