უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 იანვარი, 2026 18:41
font-size

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. ამ ინიციატივის ფარგლებში, ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილები დაემატა.

კურსს კვლევისა და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია „ანოვას“ თანადამფუძნებელი, ქრისტინე ლორთქიფანიძე გაუძღვება.

კურსი განკუთვნილია იმ პროფესიონალებისა და ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ვინც სტრატეგიული მარკეტინგისა თუ ზოგადად მართვის პრინციპებში იყენებს მონაცემებს და ხედავს მათ უპირატესობას. პროგრამის მიზანია მონაწილეებმა ხელი შეუწყონ ორგანიზაციაში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების კულტურის ჩამოყალიბებას.

კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  • -ბაზრის სეგმენტაცია და მიზნობრივი მარკეტის შერჩევა;
  • -მომხმარებლის ქცევა გადაწყვეტილების მიღების მამოძრავებელი ფაქტორები;
  • -მომხმარებლის გამოცდილება (CX) კვლევის ინსტრუმენტები და მეტრიკები;
  • -ორგანიზაციული კვლევა და თანამშრომლებისგან მიღებული ინსაითები ჩართულობის კვლევები - HR მეტრიკები - პერფორმანსის ანალიტიკა;
  • -მონაცემებზე დაფუძნებული ლიდერშიფის კულტურის ჩამოყალიბება აზროვნების სტილის ყოველდღიურ ოპერაციებში დანერგვა.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბიზნესკურსის ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან, ონლაინ, ნებისმიერ დროს მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი