საზოგადოება
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს მიმოწერის მოდული დაემატა
საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების შექმნასა და არსებულის განვითარებას განაგრძობს. მიზანი ბიზნესებისთვის დროის დაზოგვა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაა . სწორედ ამიტომ, ამიერიდან, ბიზნეს მომხმარებლებს მიმოწერის მოდულით სარგებლობა ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკიდანაც შეუძლიათ.
მიმოწერის მოდული მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საჭირო კითხვებსა და პრობლემებზე პასუხები ციფრულად მიიღონ. მისი სარგებლობა აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო შესაძლებელი. ამიერიდან კი მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს მობილბანკიდან დაიწყონ ბანკთან საჭირო პრობლემების, საკითხებისა, თუ მოლაპარაკებების შესახებ როგორც ახალი მიმოწერა, ასევე გააგრძელონ არსებული, ატვირთონ ან ჩამოტვირთონ საჭირო ფაილები. მიმოწერის მოდულის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ შეათანხმონ პროცენტი, ვალუტის კურსი, მოამზადონ აუდიტისთვის წერილი, ტრანზაქციების შესახებ მიიღონ ინფორმაცია და სხვა საჭირო და აუცილებელი საბანკო სერვისით ისარგებლონ.
“საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის ისეთი სიახლეების შეთავაზებას, რომლებიც უფრო მეტად კომფორტულს გახდის საბანკო სერვისებით სარგებლობას, უწყვეტად განაგრძობს. მიმოწერის მოდულით მომხმარებლებს ბიზნეს მობილბანკში შეუძლიათ ბანკთან სწრაფი კომუნიკაცია დაამყარონ, მიიღონ პასუხები სასურველ კითხვებზე პირდაპირ ბანკის იმ გუნდებისგან, რომლებიც ყველაზე უკეთ იცნობენ ამ თემებს. მოდული მარტივია — იძლევა ახალი მიმოწერის გახსნის, არსებულის გაგრძელების, საჭირო ფაილების ჩამოტვირთვის, ადრესატების დამატების, მიმოწერის სტატუსზე დაკვირვების შესაძლებლობას და სხვა. ეს ყველაფერი აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ამიერიდან კი ბიზნეს მობილბანკშიც არის ხელმისაწვდომი“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


