საზოგადოება
საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში თანამშრომელთა უფლებების მართვის პლატფორმა განახლდა
საქართველოს ბანკმა ბიზნეს ინტერნეტბანკში თანამშრომელთა უფლებების მართვის პლატფორმა განაახლა.
პლატფორმაზე უკვე შესაძლებელია:
- თანამშრომლების მოწვევა და როლების მინიჭება უფრო მარტივად და სწრაფად;
- როლების (უფლებების ნაკრების) წინასწარ შექმნა როგორც ბიზნეს ინტერნეტბანკში და მობილბანკში, ასევე ბიზნეს მენეჯერში, ან ყველა არხში ერთდროულად, ასევე ამ როლების განაწილება თანამშრომლებზე 24/7;
- თანამშრომლებისთვის უკვე არსებული უფლებების – მაგალითად, დათვალიერების უფლების, შექმნის უფლების, სრული წვდომის მინიჭება.
ნებისმიერ დროს თანამშრომლებისთვის ბიზნეს ინტერნეტბანკს, მობილბანკსა და ბიზნეს მენეჯერზე წვდომის დამატება ან შეზღუდვა.
„საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ციფრული სერვისების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს. ბიზნეს ინტერნეტბანკში თანამშრომელთა მართვის განახლებული პლატფორმა ბიზნესებს მეტ თავისუფლებასა და მოქნილობას აძლევს, ხოლო პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიზნესის ეფექტიანობის ზრდაში”, – ამბობენ საქართველოს ბანკში.
ამ და სხვა ფუნქციონალების გამოსაყენებლად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


