უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 აპრილი, 2025 15:54
font-size

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით კერამიკ სტუდია 1300-მა საგაზაფხულო შეთავაზებები შექმნა

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი განახლდა და ბიზნესებს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული, კიდევ უფრო ეფექტიანი შეთავაზებების შექმნის შესაძლებლობა მისცა. მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესებს, გაზაფხულის კამპანიის ფარგლებში, სპეციალური პირობებით, ახალი მომხმარებლების მოზიდვაში დაეხმარა.

გაზაფხულის კამპანიაში ჩაერთო “კერამიკ სტუდია 1300”, რომელიც 10 წლის წინ ტასო გომელაურმა და ირინა ჯიბუტმა დააარსეს. კომპანიას მომხმარებელი ჰყავს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში კი მათ კერამიკის ნივთების სპეციალური, გაზაფხულის თემატიკის კოლექცია შექმნეს და Ads მენეჯერით შეთავაზება შექმნეს.

„ორივე კერამიკოსები ვართ და ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე. სტუდია, პრაქტიკულად, ჩვენი შვილია, რომელიც 10 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა და განვითარდა. უკვე ბევრი მომხმარებელი გვყავს, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ამ წლების განმავლობაში შევკარით ფანტასტიური გუნდი და სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურებით ყოველდღიურად იბადება ახალი ნამუშევრები. საინტერესო გამოციდლება იყო საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ერთ-ერთ კოლექციაზე ვიმუშავეთ, რომელიც მოიხატა სპეციალურად 3-8 მარტის დღესასწაულებისთვის“, — ამბობენ „კერამიკ სტუდია 1300“ დამფუძნებლები.

გაშვებული შეთავაზებით „კერამიკ სტუდია 1300“ სამიზნე აუდიტორიას — სტუდენტებს მიწვდა. ამის განსაზღვრა Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის საწყის ეტაპზეა შესაძლებელი. სასურველი ტიპის შეთავაზების (ქეშბექი, ფასდაკლება ან პლუს ქულების დაგროვება) შერჩევის შემდეგ, შესაძლებელია სასურველი აუდიტორიის მონიშვნა — ასაკის, სქესის, რეგიონის, ინტერესების ან ტიპის მიხედვით. გაშვებული შეთავაზება კი საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-ში და Offers.bog.ge-ზე ქვეყნდება. ჯამში ამ პლატფორმებს 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.

საგულისხმოა, რომ Ads მენეჯერი ბიზნესებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რადგან შეთავაზების გაშვების შემდეგ, მისი პროგრესი რეალურ დროშია ხელმისაწვდომი. შეთავაზების დასრულების შემდეგ Ads მენეჯერში შედეგების შესახებ დეტალური ანგარიშიც ჩნდება. მათ შორის ბიზნესები აკვირდებიან შემოსავლების დინამიკას, უნიკალური მომხმარებლების რიცხვს, დემოგრაფიულ მონაცემებს და სხვა პარამეტრებს.

თუ თქვენც გსურთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება შექმნათ, ეწვიეთ ბმულს. ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება დირექტორმა უნდა მიანიჭოს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი