უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2025 11:11
font-size

საქართველოს ბანკი AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance პირველი AI in Finance Awards 2025-ის გამარჯვებულები დაასახელა. დაჯილდოებების ფარგლებში საქართველოს ბანკმა უმაღლესი აღიარება მოიპოვა. იგი საცალო და კორპორაციული მიმართულებებით ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისთვის როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დასახელდა.

აღნიშნული ჯილდოები ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის წარმატებული და პასუხისმგებლიანი დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული აღიარებაა. დაჯილდოების პროგრამა CGI-სთან – გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

„ხელოვნური ინტელექტს ჩვენს სტრატეგიაში ცენტრალური მნიშვნელობა უჭირავს. მას საფუძვლად უდევს ჩვენი მიზანი — შევთავაზოთ მომხმარებლებს თანამედროვე, პერსონალიზებული და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურება როგორც საცალო, ისე კორპორაციულ დონეზე. ეს უმაღლესი შეფასება ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზაზე აღწევს“, აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო შემდეგ კატეგორიებში:

  • საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით — ქვეყნის დონეზე;
  • საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით — რეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);
  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — ქვეყნის დონეზე;
  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — რეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი