საზოგადოება
საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკია ტრანსფორმაცის მიმართულებით - Global Finance
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი 34 ნომინაციაში გამარჯვებულად გამოაცხადა. მათ შორის, ბანკი ტრანსფორმაციის მიმართულებით სამ ნომინაციაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა:
- - ქვეყანაში საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესის მიმართულებით;
- - საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში;
- - ქვეყანაში საუკეთესო ციფრული ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით.
„ეს აღიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას არ ნიშნავს. ეს არის ხედვა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი იღებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს და ინტეგრირებულ პლატფორმებს, რომლებიც თანამედროვე ციფრული სამყაროს მოთხოვნებს პასუხობს. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნას, რომლებიც მომხმარებლებს როგორც საცალო, ისე ბიზნესის მიმართულებით საქმიანობას გაუადვილებს და განვითარებაში დაეხმარება,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ირჩევს. წლევანდელ დაჯილდოებაზე გამარჯვებულები შეირჩნენ Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.
შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, ბიზნესმომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხი, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მასშტაბი და ეფექტიანობა.
საქართველოს ბანკმა წელს Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო მობილბანკის და საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოები მიიღო.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


