უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 იანვარი, 2026 18:23
font-size

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი 2010 წლიდან 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია.

აღნიშნულ ტერიტორიებს შორისაა: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რაჭის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები, ფაშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, არაგვის დაცული ლანდშაფტი და თრუსოს დაცული ლანდშაფტი.

საქართველოს ბანკის გარემოსდაცვით პორტფელში შემავალი დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი 740,000 ჰექტარამდეა და 18 ადმინისტრაციულ ცენტრს აერთიანებს. ამ ტერიტორიებზე 510-მდე დასაქმებულია, მათ შორის არიან რეინჯერები. ინიციატივის ფარგლებში კი ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა.

“საქართველოს ბანკის გუნდისთვის, მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელიც გარემოსა და საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა კი დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაა, რაც თავის მხრივ ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ მიზნით, კავკასიის ბუნების ფონდთან დავპარტნიორდით. თანამშრომლობის ფარგლებში კი 2010 წლიდან საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს, მასწავლებლების, ახალგაზრდა პროფესიონალების, ბიზნესების მხარდასაჭერ ინიციატივებს, დაცულ ტერიტორიებს და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი