პოლიტიკა
საქართველოს ასაყვავებლად მხოლოდ ერთი რამ აკლია - კანონები, რომლებიც შვეიცარიაში ხალხის სასიკეთოდ მუშაობენ - ლეონიდ ჩერნოვეცკი
ლეონიდ ჩერნოვეცკი გამოცემა „ბლუმბერგის“ მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ქვეყნების ახალ რეიტინგს ეხმიანება, რომელშიც ინვესტიციების ჩასადებად ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნები გამოავლინეს და რომელშიც საქართველომ 100 ქულიდან 11,6 მიიღო და სამოცდამეათე ადგილზე აღმოჩნდა.
ჩერნოვეცკის განცხადებით, რეიტინგში პირველი ადგილი 96,5 ქულით ნორვეგიამ დაიკავა, მეორე ადგილი შვეიცარიას ერგო, მესამე კი - შვედეთს.
მისივე თქმით, „ბლუმბერგის“ რეიტინგის თანახმად, საქართველო ინვესტორებისთვის უფრო მეტ რისკებს შეიცავს, ვიდრე ამავე რეგიონის იგივე ინდექსში მოხვედრილი ქვეყნები: მაგალითად, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.
ჩერნოვეცკის ინფორმაციით, ქვეყნის რისკების გამოვლენა 29 ინდიკატორის საშუალებით ხდება, კერძოდ, ითვალისწინებენ ფინანსურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს, რომლებიც ინვესტორებს ემუქრებათ.
„როდესაც ეკონომიკის არმცოდნე ხალხისგან მესმის, რომ საქართველოს გასამდიდრებლად ყველანაირი რესურსი აქვს, მუდამ ვამბობ, რომ საქართველოში ყველაფერია, ინვესტიციური მიმზედველობის გარდა. ასაყვავებლად საქართველოს სხვა წარმატებული ქვეყნების კანონები აკლია, იმ ქვეყნების, რომლებშიც ხალხი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ცხოვრების დონეც მაღალია, მაგალითად, შვეიცარიის, ქვეყნის, რომელიც ბუნებრივი თავისებურებებით საქართველოს ასლია, მაგრამ იქ ადამიანებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ და მდიდრებიც შეიძლება ვუწოდოთ!
წამყვან ბიზნეს-გამოცემაში, „ბლუმბერგში“ საუბარი სწორედ ამ თემაზეა და რაც ყველაზე მეტად საწყენია, საქართველოს ასლი - შვეიცარია, ამავე რეიტინგში მოწინავე პოზიციას იკავებს.
რატომ არ სურთ საქართველოს პარლამენტარებს ამ ქვეყნისგან მაგალითის აღება და მათი კანონების ჩვენთან დამტკიცება? ვის აწყობს, რომ საქართველო არ აყვავდეს?
რასაკვირველია, ეს კითხვები საქართველოს პარლამენტის წევრებს ეხებათ, რომელიც დაკოპლექტებულია არაპროფესიონალებისგან და ისინი მოქალაქეებისთვის ისეთ კანონებს „იგონებენ“, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად აქცევს!
მე ჩვენი პარლამენტის წევრებს ვურჩევდი, არაფერი მოიგონონ, უმჯობესი იქნება, პირდაპირ გადმოიღონ შვეიცარიული კანონები, რომლებიც ბიზნესსა და დემოკრატიას ეხება და რამდენიმე ათეული წელიწადის შემდეგ საქართველო ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა გახდება!“ - განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


