პოლიტიკა
საქართველოს არავინ არაფერს არ მისცემს, თუ ეს საქართველომ არ მოითხოვა - მარკ სიმაკოვსკი
ატლანტიკური საბჭოს მკვლევრისა და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მარკ სიმაკოვსკის განცხადებით, თბილისმა უნდა გააგრძელოს კომუნიკაცია ვაშინგტონთან. როგორც მან ამერიკის ხმის ქართულ სამსახურს განუმარტა, ქართულმა მხარემ უნდა აჩვენოს აშშ-ს, რომ ის ვაშინგტონის ყურადღებას იმსახურებს და მისი მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებში შედის.
სიმაკოვსკის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის დროს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გაიზარდა.
„ამერიკის ადმინისტრაციის რამდენიმე წამყვანმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის განცხადებები გააკეთა. პარადოქსულია ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს, უკრაინის და სხვა რამდენიმე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაიზარდა. ჯაველინების მიყიდვა იმის დასტურია, რომ ვაშინგტონში რუსეთის პერიფერიებთან მდებარე ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ფიქრობენ“, - უთხრა ამერიკის ხმას ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა.
მისივე თქმით, დასავლეთთან ინტეგრაცია საქართველოს ინტერესებსი უნდა შედიოდეს, ხოლო აშშ თავის მხრივ, დასავლეთისკენ სწრაფვაში უნდა დაეხმაროს.
„უპირველეს ყოვლისა, იმას ვიტყოდი, რომ საკუთარი მომავლის და ორიენტაციის არჩევა საქართველოს მოქალაქეების სუვერენული უფლებაა. ამერიკა საქართველოს გვერდით ედგა მაშინაც, როცა საქართველო არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანებით იყო დაინტერესებული და ამერიკა საქართველოსთან პარტნიორობას დღემდე ინარჩუნებს.
მეორე საკითხია ის თუ რა არის დასავლეთის ალტერნატივა? რუსეთის რევანშისტული მოქმედებები და იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც რუსეთთან არიან დაახლოებული, ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მოკავშირე საქართველოს. მეორეს მხრივ კი, თითქმის ყველა წარმატებული ევროპული ქვეყანა ნატოს წევრია. დასავლეთთან ინტეგრაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ამერიკას კი პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს“, - თქვა სიმაკოვსკიმ.
რაც შეეხება ნატოს მიმართ გაზრდილ სკეპტიციზმს საქართველოში, სიმაკოვსკიმ განაცხადა, რომ ეს ტენდენცია დასავლური დემოკრატიებისთვისაა დამახასიათებელი. მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება, რათა ნატოს წევრი გახდეს.
„დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმმა ტრადიციულად დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოიმატა. იგივე ხდება შეერთებულ შტატებშიც.
საქართველოს არავინ არაფერს არ მისცემს თუ ეს საქართველომ არ მოითხოვა. საქართველოს ნატოში ძალით არავინ არ შეიყვანს. ყველა ქვეყანამ, რომელიც ალიანსის წევრი გახდა, წინსვლა და განვითარება აჩვენა. ცხადია, ნატოს გაფართოება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის ალიანსის სტრატეგიულ გათვლებზე დაყრდნობით მიიღება.
საქართველოს მოთმინება სჭირდება, რადგან ეს პროცესი სწრაფად არ მთავრდება. 1991 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ნატოში 29 წევრი იქნებოდა.
ნატოს გაფართოება ციკლურად ხდება და ვფიქრობ, თუ საქართველო რეფორმების კურსს გააგრძელებს, ნატოში გაწევრიანებისთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდი აუცილებლად დადგება. გარდა ამისა, რეფორმების კურსი არა მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, არამედ საქართველოს საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობისთვის უნდა გაგრძელდეს“, - თქვა სიმაკოვსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


