სამართალი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მორიგი საერთაშორისო წარმატება - დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) დირექტორთა საბჭოს წევრია
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია: „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ AEA-EAL-ის გენერალური ასამბლეაზე არჩეულ იქნა დირექტორთა საბჭოს ორი ახალი წევრი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ასათიანი და პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის დეკანი ანდჟეი კალანსკი, ვულოცავთ ჩვენს ახალ დირექტორებს!“
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პირველი არაევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც 2017 წელს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სრული წევრი გახდა და ამგვარი პრეცედენტით გზა გაუხსნა სხვა არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციას.
ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს დაფუძნდა ბელგიაში და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციაციებისა და ინდივიდუალური ადვოკატების პროფესიულ განვითარებას.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო კავშირები ვითარდება. ამ პოზიციაზე ყოფნით შესაძლებლობა გვექნება მეტი გავაკეთოთ საქართველოში მოღვაწე ადვოკატების ინტერესებისათვის, რათა ვუზრუნველვყოთ სათანადო შესაძლებლობები ქართველი ადვოკატების პროფესიული განვითარებისათვის“ - განაცხადა დავით ასათიანმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


