სამართალი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ რეპრესირებულ ადვოკატთა კომისია შექმნა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საბჭოს მიერ შეიქმნა უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისია.
როგორც დღეს ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ ბრიფინგზე ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განაცხადა კომისიის საქმიანობის მიზანია 2005-2012 წლებში საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებული ადვოკატების და საქართველოს პარლამენტის 05.12.2012 წლის #76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეულ მსჯავრდებულთა საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა და მათ მიმართ პროფესიული, მორალური, აგრეთვე სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მარეაბილიტირებელი და ახალი გარემოებების არსებობის შესახებ წერილობითი დასკვნის შედგენა, ასეთი გარემოებების გამოვლენისას.
მისივე თქმით, კომისიის საბოლოო ამოცანაა ხელშეწყობა შესაბამისი პირებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების აღდგენაში.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, უახლოეს წარსულში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 100-ზე მეტი ადვოკატი იქნა მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა , როგორებიცაა ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭო და ადვოკატთა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ადვოკატის საქმიანობა მიიჩნიეს რისკის სფეროდ და დაასკვნეს, რომ ადვოკატის პროფესია იდგა დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის წინაშე.
2018 წლის აპრილი, მაისი და ივნისის განმავლობაში კომისიაში დარეგისტრირდა 12 განცხადება, მათ შორის 1 განცხადება პოლიტრეპრესირებულთა სიიდან.
დავით ასათიანის ინფორმაციით, წარმოდგენილი განცხადებების და დანართი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სერიოზულ კანონდარღვევებს, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოში საქმეების განხილვისას, რაც ეხება ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციას, მტკიცებულებათა სანდოობას და საკმარისობას ბრალის წარსადგენად ან განაჩენის დასადგენად, პროფესიული ან პირადი ნიშნით შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებას, ბრალდებულის უფლებების უხეშ დარღვევებს, რამაც გავლენა იქონია საქმის შედეგზე.
ასათიანის თქმით, ყველა განხილულ შემთხვევაშის ბრალდებულთა თუ მსჯავრდებულთა მიმართ გამოკვეთილია კონსტიტუციის მე-40 მუხლით დაცული უფლებების ხელყოფა, ხოლო საბოლოო ჯამში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
,,ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიამ შეისწავლა 12 საქმე. აქედან, 3-ზე უკვე დაიდო წერილობითი დასკვნა, რომელიც მალე გამოქვეყნდება. დასკვნაში პირდაპირაა მითითებული თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, მაშინ, როცა ადვოკატებს განსჯიდნენ პროფესიული საქმიანობისათვის.
კერძოდ, მათ მიმართ დარღვეულია, ჩვენი დასკვნების მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება, არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არის მნიშვნელოვანი შეუსაბამობები მტკიცებულებათა შორის და მათ მიმართ დასკვნების მიხედვით ხორციელდებოდა პროფესიული დევნა. ეს დაუშვებელი მოვლენა არსებობდა საქართველოში რამდენიმე წლის წინ და ჩვენი კომისიის ფარგლებში ყველა ასეთ საქმეს, სადაც ადვოკატი იდევნებოდა პროფესიული საქმიანობისათვის, გადავხედავთ, შევისწავლით და შესაბამისად პროკურატურას წარვუდგენთ არგუმენტირებულ შეფასებებს შემდგომი საპროცესო რეაგირებისთვის“, - განაცხადა დავით ასათიანმა.
პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა რეპრესირებულ ადვოკატთა კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ ჯალიაშვილმაც.
მისი ინფორმაციით, კომისიამ ამ დროისათვის შეისწავლა და განიხილა 7 განცხადება და 3 განცხადებაზე უკვე გაიცა დადებითი დასკვნა, 2 განცხადებაზე კომისიის წევრების მიერ გაცემულია თანხმობა დადებითი დასკვნის პროექტის მოსამზადებლად, ხოლო 2 განმცხადებელს უარი ეთქვა დადებითი დასკვნის მომზადებაზე.
ჯალიაშვილის განცხადებით, კომისიის დასკვნები გადაეცემა მთავარ პროკურატურას, რათა მოხდეს ყველა იმ ადვოკატის რეაბილიტაცია (მათ შორის ფინანსური), რომლებიც დაექვემდებარენ პროფესიული ნიშნით დევნას.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


