უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 სექტემბერი, 2018 17:00
font-size

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი ადვოკატების შეფასების წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:

„საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის მომართვის საფუძველზე, ჩვენთვის ცნობილია, რომ საზოგადოებრივი ადვოკატების ნაწილი სასამართლო წესით ასაჩივრებს იურიდიული დახმარების საბჭოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ინერგება იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესები და კრიტერიუმები. მოსარჩელე ადვოკატთა წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ ზემოხსენებულმა შეფასების სისტემამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საადვოკატო საქმიანობის ორ უმთავრეს პრინციპს: ადვოკატის დამოუკიდებლობასა და კონფიდენციალურობას.

აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მიმართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) თხოვნით, წარმოედგინა საკუთარი მოსაზრება იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. CCBE-ის საპასუხო წერილში ვკითხულობთ:

„CCBE-ის სურს გამოხატოს სერიოზული შეშფოთება იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს იურიდიული პროფესიის უმთავრესი პრინციპების, განსაკუთრებით კი - დამოუკიდებლობის და კონფიდენციალობის პრინციპების დარღვევა.“

ასევე, „შემოთავაზებული ხარისხის შეფასების სისტემის წესები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს და აგრეთვე ევროკავშირის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 47 და 48(2) მუხლებს და ამ მუხლებთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრაქტიკას.“

„ადვოკატების მიერ იურიდიული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით, CCBE-ის რეკომენდაციები ადგენს, რომ ამგვარი მონიტორინგი შესაძლოა ჩატარდეს შესაბამისი ადვოკატთა ასოციაციის მიერ და არა იურიდიული დამხარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სხვა შესაძლო სუბიექტის მიერ.“

CCBE-ის წერილის სრული ვერსიის გასაცნობათ იხილეთ: ინგლისური / ქართული

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს იურიდიული დახმარების საბჭოს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემას და უზრუნველყოს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომლითაც სრულად იქნება გარანტირებული ადვოკატის დამოუკიდებლობისა და პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპები.“ - ნათქვამია განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი