უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 იანვარი, 2026 12:13
font-size

საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს - გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას ეხმაურება.

მისი განცხადებით, საქართველოში უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი არიან.

„2021 წლის ბოლო განხილვის შემდეგ ჩემი მანდატით ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისთვის 8 შეტყობინება წარმოადგენდა, რომელთაგან პასუხი არცერთზე არ მიგვიღია. ასევე, 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვიყავი და ანგარიში გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს წარვუდგინე. ვიზიტის დროს დავაფიქსირე ადამიანის უფლებებით სარგებლობის სივრცის სერიოზული შევიწროება, მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ადამიანის უფლებადამცველთა რეპრესიები. 2023 წლის შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგე უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი არიან“, - წერს გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი X-ზე.

მისი თქმით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2024 წლის ნოემბერში ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევის შეჩერების შესახებ გამოცხადებას, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, ადამიანის უფლებების სავარაუდო ფართომასშტაბიანი დარღვევებით, ძალის გადამეტებული გამოყენებითა და დაკავებისას წამების შესახებ ცნობებით“.

„2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც ეხება შეკრებებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლის სამართლის კანონმდებლობას. ყველა მათგანი სერიოზულად ზღუდავს ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლებლობას. ასევე, ახალი კანონების სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება გახდა, მათ შორის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტის“ (FARA) და „გრანტების შესახებ კანონის“ გამო, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტების მიღებას ან მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტების განახლებას უკრძალავს. ამ კანონებთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებადამცველები ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მოჩვენებით სისხლის სამართლის საქმეებს ებრძვიან, მათ შორის „საბოტაჟის“ საქმეებს. განსაკუთრებული სამიზნე ობიექტები არიან LGBTIQ+ უფლებადამცველები, მათ შორის ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის კანონის“ საშუალებით“, - აცხადებს ლოულორი.

მერი ლოულორის თქმით, საქართველომ უნდა გააუქმოს: „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი“ და „გრანტების შესახებ კანონში“ ბოლოს განხორციელებული ცვლილებები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები. კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

ასევე, საქართველომ უნდა გადახედოს ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობას და ადამიანის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებელი სასამართლო განხილვა უზრუნველყოს.

ლოულორი აღნიშნავს, რომ საქართველომ მისი ვიზიტის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების განხორციელებაზე უნდა იმუშაოს.

ლოულორი წერს, რომ საქართველომ „მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს“. ასევე, „შეწყვიტოს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებადამცველებისა და ადვოკატების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და მთავრობის კონტროლირებადი მედია საშუალებების მიერ“.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი