პოლიტიკა
საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავი დაიცვას - ბენ ჰოჯესი
გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტის, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს რუსეთისგან საკუთარი თავის დასაცავად, მათ შორის ითანამშრომლოს თავის მოკავშირეებთან შავი ზღვის რეგიონშიც. ამის შესახებ ჰოჯესმა 2008 წლის ომის მე-10 წლისთავის თემაზე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმით, თუკი საქართველოში დემოკრატია შესუსტდება, ამას რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს.
„ჩვენ ყველა ვართ რუსეთთან სავარაუდო კონფლიქტის საფრთხის წინაშე. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს – იყოს კინეტიკური, კიბერსივრცეში, იყოს თავდასხმა ჩვენს ინსტიტუტებზე. იცით, რა მოხდა 2016 წელს ჩვენს არჩევნებზე. ეს ყველაფერი რუსეთისგან უწყვეტი ზეწოლის ქვეშაა. თვალები ყველას ფართოდ უნდა გვქონდეს გახელილი. აქ შვეიცარიაზე არ ვსაუბრობთ – ლაპარაკია რუსეთზე. საფრთხე ყველას გვემუქრება, თუ არ ვართ მომზადებული, არ ვართ ძლიერები და თუ მათ მკაფიოდ არ ვუთხარით, რომ რაღაცები ჩვენთვის მიუღებელია. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავი დაიცვას. უნდა გააგრძელოს იყოს მოუნელებელი და ამის გასაკეთებლად ახლოს უნდა ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში. ამაში შედის ინფორმაციის, დაზვერვის, შესაძლებლობების გაზიარება. ქვეყნის შიგნით კი, თუ არსებობს კორუფცია, თუ ხალხი მთავრობას არ ენდობა, თუ მედიას საკუთარი საქმის კეთების საშუალება არ ეძლევა და თუ ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპები არ მუშაობს, რუსეთი ამას გამოიყენებს“, – თქვა ჰოჯესმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


