პოლიტიკა
საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა
საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რეზოლუციაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ და გამჭვირვალე მმართველობას.
“პარტნიორობის მთავარი ღირებულება გამოცდილების გაზიარებაა, რაც დიდ დახმარებას გვიწევს გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში. გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა ვიმსჯელოთ არსებულ გამოწვევებზე. ღია მმართველობის ლიდერთა გაერთიანებით შესაძლებელი გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შედეგზე ორიენტირებული ვალდებულებების აღება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა ეს არის პირველ რიგში მოქალაქეებისთვის ხელშესახები ცვლილებების მიღების შესაძლებლობა, საქართველო, ისევე, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა ქვეყნები, კვლავ დგას გამოწვევების წინაშე, ამიტომ სამიტის ფარგლებში ჩვენ მმართველ კომიტეტს შევთავაზებთ რეზოლუციის მიღებას, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ და გამჭვირვალე მმართველობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ოთხი მთავარი მიზანი დაისახა - მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო სერვისების მიწოდებაში ინოვაციების დანერგვა და ღია მმართველობის პარტნიორობის, როგორც ინიციატივის გაძლიერება და განმტკიცება.
“მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანებისთვის. აქ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ უნიკალური კულტურა, რომელიც არის საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, მოუსმინოთ ჩვენს ფოლკლორს და გასინჯოთ ჩვენი ღვინო“, - მიმართა პრემიერმა სტუმრებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


