პოლიტიკა
საქართველომ აშშ-თან სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამას იწყებს
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით რუსეთი, ძალიან აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის წარმოების სხვადასხვა საშუალებას და სტრატეგიული კომუნიკაცია არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არამედ პირდაპირ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აშშ-თან თანამშრომლობა, რათა მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე ის სიკეთე, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქმნის საქართველოს პერსპექტივისთვის და დღევანდელობისთვის, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ელჩ იან კელის და საელჩოს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც განხორციელდება პროგრამა.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ვფიქრობთ, ეს პროგრამა ამ განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მინდა, პირადად ბატონ იან კელის გადავუხადო მადლობა თანადგომისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია გაუმჯობესდეს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამშრომელს, სრულად გამოიყენონ ამ ტრენინგის შესაძლებლობები და მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ ტრენინგის პროცესში. ვფიქრობთ, ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიულ კომუნიკაციას, როგორც დედაქალაქში ასევე – რეგიონებში და ეს იქნება არა მხოლოდ კომუნიკაციის გაუმჯობესების პროგრამა, არამედ გარკვეული კვლევის საშუალება, რათა მოხდეს შემდეგ ამ კვლევების გასაჯაროება და საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა ძალიან წარმატებული იქნება.
პროგრამის დაწყების ცერემონიაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ მიიღეს მონაწილეობა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


