საზოგადოება
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ და „ისრაელის სახლმა“ თბილისის გამწვანებაში მონაწილეობა მიიღეს
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ თბილისის გამწვანების აქციაში ჩაერთვნენ. მათ გამწვანების კამპანიის მხარდაჭერისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაზემ მიმართა. ბიზნესპალატამ და „ისრაელის სახლმა“ რამდენიმე ათეული ფიჭვი შეიძინეს, რომელიც დღეს ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ თანამშრომლებთან, ბიზნესპალატის წევრ კომპანია MCI წარმომადგენლებთან, დეპუტატ რევაზ სოხაძესთან, პარლამენტარ გიორგი მოსიძესთან და ისრაელელ ბიზნესმენებთან ერთად დარგო. გამწვანების აქცია ვარკეთილში ჩატარდა.
საკრებულოს წევრის, რევაზ სოხაძის თქმით, მისი ინიციატივით საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გასუფთავდა 7 ჰექტარი ტერიტორია და დაიწყო ტყის გაშენება. ადგილზე მოეწყოა სარწყავი სისტემაც.
რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს იმდებარედ მშენებარე თანამედროვე სტანდარტების სტადიონიც დაათვალიერებინეს.
იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ხელს უწყობს საქართველოს, მათ შორის თბილისის ბიზნეს და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას. რეკრეაციული ზონების განვითარება კი ქალაქს ინვესტორისთვისაც უფრო მიმზიდველს ხდის. ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მსგავს აქციებში და ჩართავენ ისრაელელ ინვესტორებსაც.


საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


