უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მარტი, 2020 12:20
font-size

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ და „ისრაელის სახლმა“ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის StopCoV ფონდში 18 ათასი ლარი გადარიცხეს

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი კომპანიები და „ისრაელის სახლი“ საქართველოში კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ StopCoV ფონდში 18.000 ლარს შეიტანენ და ქართველ ჟურნალისტებს ისრაელში შეძენილ მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეებს გადასცემენ.

ამასთან დაკავშირებით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე განცხადებას ავრცელებს. “მედიანიუსი” მას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“, რომლებიც წლებია ორმხრივ ურთიერთობებზე მუშაობენ, კრიტიკულ ვითარებაში, როგორც ყოველთვის, მზად არიან მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. შესაბამისად, ამ ურთულეს დროს, მსოფლიო პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს სამოქალაქო ვალდებულებას და მიგვაჩნია, რომ სწორედ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის სოციალური როლი და პასუხისმგებლობა!

დღეს, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება, ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ჟურნალისტები, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სხვა პროფესიის ადამიანები ყველაფერს აკეთებენ კრიზისის დასაძლევად

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი კომპანია ემ.სი.აი პროჯექტი და ისრაელის სახლი ვერ დარჩებიან ამ ყველაფრის მიღმა!

ამიტომ მე, იციკ მოშე ვაცხადებ, რომ:

საქართველო ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი ემ.სი.აი პროჯექტი და „ისრაელის სახლი“ ამ კრიზისის პერიოდში უკლებლივ ყველა, 30-მდე თანამშრომელს, რომელიც გადასულია მუშაობის ონლაინრეჟიმზე, შეუნარჩუნებენ ხელფასებს და არ განახორციელებენ შემცირებებს; ყველა თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფენ ისრაელური კომპანიები;

ამასთან, ბიზნესპალატა ყველა, 30-ვე თანამშრომლით რამდენიმე დღეა გადავიდა ონლაინ მუშაობის პლატფორმაზე. ის თანამშრომლები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე შეზღუდული რაოდენობით მუშაობენ მშენებლობებზე ან ეწევიან სხვა გადაუდებელ საქმიანობას, კომპანიის დაფინანსებით სრულად უზრუნველყოფილნი არიან პირბადეებით, ხელთათმანებით, სადიზენფექციო ხსნარებით და ყველა სხვა აუცილებელი საშუალებით. ობიექტებზე დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა!

ქართველ ჟურნალისტებს და ისრაელელი ინვესტორების მშენებარე ობიექტებს გადავცემთ ისრაელიდან ჩამოტანილ მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეებს.

ისრაელის სახლი", საქართველო -ისრაელის ბიზნეს პალატა და მისი წევრი კომპანია ემ.სი.აი პროჯექტი, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში აგრძელებს მაღალი დონის სასტუმროს ვინდამ ქოლექშენს მშენებლობას, მზად არიან, StopCoV ფონდში შეიტანონ 18.000 ლარი. 18 ებრაულად სიცოცხლის სიმბოლოა და გვჯერა, ეს შემოწირულობაც სიცოცხლის გადასარჩენად შეტანილი მოკრძალებული წვლილი იქნება.

„ისრაელის სახლი" და საქართველო -ისრაელის ბიზნეს პალატა სამედიცინო პირბადეებს გადასცემენ, აგრეთვე, ისრაელში მედიის წარმომადგენლებს.

დღეს ისრაელს, საქართველოს და მთელ მსოფლიოს ჰყავთ საერთო, ვერაგი მტერი და მას ჩვენ საერთო ძალისხმევით, ურთიერთთანადგომით აუცილებლად დავამარცხებთ!“, - ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი