პოლიტიკა
საქართველო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შარშანდელ რეკომენდაციებს ასრულებს, მაგრამ გაორმაგებულია თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებების რიცხვი - კარლ ჰარცელი
„ყველა მხარის ინტერესშია, რომ ვიზალიბერალიზაციის ისტორიული შეთანხმება სათანადოდ ფუნქციონირებდეს“,– ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ წლიური ანგარიშს, რომელშიც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებაა შეფასებული.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას პრობლემებიც მოჰყვა, რაც გამოიხატა თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რიცხვის ზრდაში. ელჩმა აღნიშნა, რომ განცხადებების უმრავლესობა უსაფუძვლოა.
„ერთი მხრივ, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო შარშანდელ რეკომენდაციას ასრულებს. ასევე, საქართველოს მხრიდან სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებიც მოდის. მეორე მხრივ კი ვხედავთ პრობლემებს. ეს ეხება თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რიცხვს. 2018 წლის პირველ ნახევარში განაცხადების რაოდენობა, შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგებულია. ამ განაცხადების უმრავლესობა უსაფუძვლოა. ამ პრობლემას მივყავართ უკანონო მიგრაციასთან და ევროპაში ორგანიზებულ დანაშაულთან. ეს პრობლემა ყველას სერიოზულად აწუხებს. ყველა მხარის ინტერესებშია, რომ ვიზალიბერალიზაციის ისტორიულმა შეთანხმებამ სათანადოდ ფუნქციონირება განაგრძოს. ამისთვის კი მუშაობაა აუცილებელი“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


