პოლიტიკა
საქართველო უნდა აღუდგეს მზარდ რუსულ პროპაგანდას და დესტრუქციულ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ- კახა გოგოლაშვილი
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საქართველო და მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობა ცდილობს, მაქსიმალურად წინ აღუდგეს რუსულ პროპაგანდას.
ამის შესახებ გოგოლაშვილმა მედიას „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების“ მეოთხე ფორუმის ფარგლებში განუცხადა.
„საქართველო, ისევე როგორც მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობა, ცდილობს მაქსიმალურად წინ აღუდგეს რუსულ პროპაგანდას. უკვე ვითარდება როგორც ევროპაში და პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულება.
სტრატეგიული კომუნიკაცის მიმართულების გაძლიერებასა და საზოგადოების კონსოლიდაციაზეა დამოკიდებული ბევრი რამ. მთავარი ამოცანა, რომ საქართველო აღუდგეს მზარდ რუსულ პროპაგანდას და დესტრუქციულ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ, ეს არის საზოგადოების კონსოლიდაცია და ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური მიზნებისათვის“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ფორუმის მეორე დღე მიხეილ ჯანელიძის მოხსენებით დაიწყო.
ღონისძიებას ესწრებიან ექსპერტები, აკადემიკოსები, კვლევითი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


