პოლიტიკა
საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას - ჯანი ბუკიკიო
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო პროექტი შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან.
ბუკიკიომ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიამ ცვლილებათა უმრავლესობას მხარი დაუჭირა, თუმცა რჩება რამდენიმე საკითხი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ვენეციის კომისიასა და ქართულ მხარეს შორის.
„კონსტიტუციური რეფორმა არის ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯი. როგორც ვთქვი რამდენჯერმე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან. ნაბიჯ-ნაბიჯ, ახლა, საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობას ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა. არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც, შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მისასვლელად, სწორ გზაზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი გამოძებნის საუკეთესო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის“,- განაცხადა ბუკიკიომ ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ.
ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუცია ფართო კონსესუსით უნდა იყოს მიღებული.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კარგი კონსტიტუცია იქნება დაფასებული და სასარგებლო ქვეყნისთვის. თქვენ გჭირდებათ რაც შეიძლება, ფართო კონსესუსი და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. რა თქმა უნდა, პოლიტიკა ყოველთვის იდეალური სამყარო არ არის, ყოველთვის არსებობს დაძაბულობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება“,- თქვა ბუკიკიომ.
ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით 19 ივნისს გამოქვეყნდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


