უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მარტი, 2018 15:50
font-size

საქართველო თავისი პოლიტიკური არჩევანის გამო რუსეთის მიერ დაისაჯა - გიორგი მარგველაშვილი

"საქართველოს გზა დასავლეთისაკენ, როდესაც თავისუფლება ხდება ღირებულება"- თავისუფლების, უსაფრთხოების გამოწვევების, რუსული აგრესიისა და საქართველოს 100-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე და საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე სტუდენტებთან შეხვედრისას.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროპული ტიპის პატარა ქვეყანა უწოდა, რომელსაც ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ამბიცია აქვს და ამისათვის ცდილობს განავითაროს დემოკრატია და ეკონომიკა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით.

"ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით - აზიასა და ევროპის ბაზრების დამაკავშირებელი გზით. თუმცა საქართველო თავისი პოლიტიკური არჩევანის გამო რუსეთის მიერ დაისაჯა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, ჯანსაღი ამბიცია დასავლური მისწრაფებებისადმი ერთგულება რუსეთისათვის მიუღებელი აღმოჩნდა", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია, თუმცა საქართველო თავისი გზის გაძლიერებას ცდილობს. სწორედ ამას ემსახურებოდა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გამართული ვიზიტი, რომელზეც ჩვენ ვეცადეთ დაგვერწმუნებინა ჩვენი მეგობრები ევროპაში, რომ გაეღოთ ევროკავშირის კარი უფრო ფართოდ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ ვითარდება და მისი მოსახლეობაც, შესაბამისად, იზოლირებულია განვითარებისაგან. როცა ისინი ხედავენ, როგორ მიდის წინ და ვითარდება საქართველო, როცა თავის პრობლემებს წყვეტს დამოუკიდებლად, ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერით ვიცავთ მათ უფლებებს, როცა ხედავენ ამ სიკეთეებს, - რეალურად, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს და არა რუსეთის, რომელიც ვერ დაიკვეხნის თავისი განვითარებით.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 16 საუკუნის წინ გააკეთა ევროპული არჩევანი. აირჩია ქრისტიანობა, რაც ერის იდენტობისა და პოლიტიკური მიმართულების არჩევანი და იმ სახელმწიფოთა ჯგუფის მიმართ ორიენტირება იყო, რომლებიც ევროპულად ვითარდებოდნენ. საქართველომ შეძლო ამ არჩევანის შენარჩუნება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპაცია 2008 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო და მიმდინარე მოვლენების ფონზე სრული სურათის დანახვა უნდა შევძლოთ.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მომთმენნი და ვაღიაროთ, რომ რუსეთი საქართველოს "უკანა ეზოს" პოლიტიკის თვალსაზრისით უდგება. სრული სურათი უნდა დავინახოთ: ფაქტია, რომ როცა ბუქარესტის ნატოს სამიტზე საქართველომ ნატოს წევრობასთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალები მიიღო, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ჰიბრიდული ომის გზით მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 90-იან წლებში დაიწყო, მაშინ საქართველო არ საუბრობდა არც ნატო-ში და არც ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მაშინ საქართველოს არ ჰქონდა არანაირად ამის პირობები. მაშინ რუსეთმა რეაგირება მოახდინა საქართველოს დამოკიდებულებაზე, მის დამოუკიდებელ არჩევანზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა განაცხადა, რომ მას აქვს პრივილეგირებული უფლებები იმ ერებზე, რომლებიც დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ მრავალი წლის განმავლობაში, რასაც იგი არ მალავს და ჩვენც ნათლად უნდა ვუთხრათ, იმ ძირითადი, დასავლური ფასეულობების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ, რომლის ერთგულებიც ვართ.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის არაპოლიტიკურ ურთიერთობებს, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკას, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას და საქართველოს მოლოდინებს შეეხებოდა

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი