პოლიტიკა
საქართველო სუვერენული უფლებების, ეროვნული ინტერესების დაცვას თავს არ დაანებებს, სწორედ ამიტომ უნდათ, რომ ხელისუფლება შეცვალონ - თენგიზ შარმანაშვილი
ეროვნულ ინტერესებს რომ ვიცავთ, თურმე რუსეთუმეობა ყოფილა, საქართველო სუვერენული უფლებების დაცვას თავს არ დაანებებს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„მიზანია, ძირითადი საკითხებიდან გადაიტანონ ყურადღება. აკვირდებით, რას აცხადებენ რუსეთუმეობად? თურმე რატომ გვინდა, საქართველოში გამჭვირვალობა იყოს. აქ რა შუაშია რუსეთუმეობა? თურმე რუსეთუმეობა ყოფილა ის, რომ ეროვნულ ინტერსებს ვიცავთ, უარი ვთქვით ლგბტ პროპაგანდაზე, სქესის შეცვლის ოპერაციებზე. იგივე რაღაცები დონალდ ტრამპმა რომ გააკეთა, სხვა მოცემულობით, მაგრამ იმავე მიმართულებით, თქვა, ორი გენდერი არსებობსო და კანონმდებლობით გაამყარა, ამაზე ხმა არ ამოიღეს ვითომ პროამერიკელებმა, რადგან ეშინიათ, სასუნთქი გზები საბოლოოდ არ გადაეკეტოთ. რატომ არ ამბობენ, რომ ტრამპი შეცდა? ტრამპი გამოგონილ თემებზე აქტებს რატომ გამოსცემს, მოცლილია? სხვა საქმე არ აქვს? რუსეთი მტერია, ოკუპანტია და ეს ყველა დონეზე ნათლად ნათქვამია. მათთვის სიტყვის თქმა არაფერია. რა უნდათ, იცით? რუსეთი მტერია, ოკუპანტია და ამიტომ იარაღი უნდა ავაჟღარუნოთ. ამისთვის მზად ვართ, არ ვართ, შეგვიძლია თუ არა თავის დაცვა, მტერს უნდა ვეკვეთოთ, სწორედ ეს უნდათ. ხელისუფლების ცვლილება უნდათ მათ, ვინც დარწმუნდა, რომ საქართველო სუვერენული უფლებების, ეროვნული ინტერესების დაცვას თავს არ დაანებებს. სწორედ ამიტომ უნდათ, რომ ხელისუფლება შეცვალონ. მზად ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც ხვალ დილითვე მათ მიზნებს შეასრულებენ – ასეთი ჩვენი რადიკალური ოპოზიციაა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


