პოლიტიკა
საქართველო შენდება როგორც დასავლეთის ტიპის დემოკრატია - პიტერ როსკამი
საქართველოს პარლამენტში აშშ-ის კონგრესის დელეგაციას მასპინძლობენ. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ამერიკელ კონგრესმენებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოს პარლამენტის ეფექტურობის გაზრდაა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე, განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყნის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის გაძლიერება, კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. საქართველოს პარლამენტი დიდი ხანია თანამშრომლობს ამერიკის კონგრესთან ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა ემსახურება პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურობის გაძლიერებას, შესაბამისად, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ვიმსჯელებთ ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის კავშირების გამყარების კონკრეტულ შესაძლებლობებზე“, - განაცხადა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციის წევრმა, პიტერ როსკამმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში.
„ დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალზედ საინტერესო და მკაფიო მიმართვები. შეერთებული შტატების კონგრესის მიმართვა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის შესახებ ნამდვილად კარგი სიახლეა საქართველოსთვის და თავად ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც თავად საქართველო იღებს დემოკრატიის განვითარების ასპარეზზე. შესაბამისად, ის მტკიცედ დგას ყოველგვარი ავტორიტარული ზეგავლენისა და წნეხისგან. საქართველო შენდება, როგორც დასავლეთის ტიპის დემოკრატია. ჩვენ მოვუსმინეთ მეგობრებს, პარტნიორებს, ნამდვილად დიდ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს იმ მოვალეობების შესრულებისთვის ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში ტერორისტულ და სხვა რეაქციულ ძალებთან ბრძოლის წინააღმდეგ“, - განაცხადა როსკამმა.
როსკამის გარდა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან დევიდ პრაისი, ჯერი კონოლი და ადრიან სმიტი. როგორც ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონგრესმენები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ 2016 წელს საქართველოს ტერიტორიის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაში, ასევე ორ ქვეყანას შორის განათლების, ჯანმრთელობის, თავდაცვის, ხალხთა შორის ურთიერთობის, ეკონომიკისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გამყარებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


