პოლიტიკა
საქართველო სამშვიდობო პოლიტიკით ამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, რომლის პოლიტიკა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმად, „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას თავისი შედეგები მოჰყვება“.
ციხელაშვილის თქმით, ასეთი მიდგომა სამწუხაროა, რადგან საქართველომ თავისი სამშვიდობო პოლიტიკით დაამტკიცა, რომ ის არავის წინააღმდეგ არაა მიმართული.
„ამ მიდგომებში ახალი არაფერია და ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო თავისი პოლიტიკით ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკით, მისი განვითარების კურსით ამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, რომლის პოლიტიკა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.
ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს შეუფერხებელი განვითარების შესაძლებლობა, უსაფრთხო გარემო. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის შესაძლებლობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულების ერთგულებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ვართ დასავლელი პარტნიორების საიმედო პარტნიორი რეგიონში და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


