პოლიტიკა
საქართველო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ რუსეთის მხრიდან არაერთი საფრთხის წინაშე დადგა - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი მარგველაშვილმა 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართა და ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ მუდმივად ვდგავართ ისეთი გლობალური საფრთხეების წინაშე, როგორებიცაა ტერორიზმი და ექსტრემიზმი, შეიარაღებული კონფლიქტები და ჰიბრიდული ომები.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფომაციით, გიორგი მარგველაშვილმა გლობალიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალიზაცია ხელსაყრელ გარემოს ქმნის თითოეული სახელმწიფოსათვის, რათა მიიღოს სარგებელი საერთო თანამშრომლობისგან.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დაუცველ მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას პირდაპირი გავლენა აქვს მომავალ მოვლენებსა და უსაფრთხოების გარემოზე.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო რუსეთის მხრიდან არაერთი საფრთხის წინაშე დადგა, რამაც საბოლოო კულმინაციას საქართველოს ტერიტორიების უკანონო ანექსიით მიაღწია. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე გაამახვილა.
საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი არასოდეს ყოფილა ასეთი არაპროგნოზირებადი და ჩვენ ყველა ერთად ვართ საკუთარ სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი. დიდი ქვეყნების გავლენის ზონები და მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიული პოლიტიკა მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის;
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნებმა, მიუხედავად მათი ზომისა და ორიენტაციისა,მეზობელი სახელმწიფოების მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ.
ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოთა საერთო პრობლემებიდან გამოსავალი ერთობასა და საერთო ღირებულებების, ფასეულობების დასაცავად ერთიან ძალისხმევაშია.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. საქართველოს და აზერბაიჯანის მტკიცე პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის სურვილის ნათელი მაგალითია, გავაძლიეროთ რეგიონი და ამ გზით შევქმნათ თანამშრომლობის საერთო სივრცე.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სესიაზე დამსწრე საზოგადოებას მონტენეგროს, მაკედონიის რესპუბლიკის, ალბანეთის, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა და საუდის არაბეთის პრინცმაც მიმართეს.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილე დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად სამუშაო ლანჩი გაიმართა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


