პოლიტიკა
საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად კვლავინდებურად მზად არ არის - გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად კვლავინდებურად მზად არ არის.
ამის შესახებ კარასინმა РИА Новости-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მოსკოვსა და თბილისის დღევანდელ ურთიერთობაზე საუბრისას კარასინმა აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის „ცალსახა შეფასება, შეუძლებელია“.
„ერთი მხრივ, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მოხერხდა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაჯანსაღება, ურთიერთობის იმ ჩიხიდან გამოყვანა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გამო აღმოჩნდა. რუსეთი საქართველოს საგარეო ეკონომიკური საკვანძო პარტნიორების რიცხვს დაუბრუნდა, სატრანსპორტო მიმოსვლა ნორმალიზებულია, აქტიურად ვითარდება ტრადიციული ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული გაცვლა. ანუ, მიღწეულია საკმაოდ ხელშესახები შედეგი, რომელიც მთლიანად პასუხობს ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს“,-აღნიშნა დიპლომატმა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველო „კვლავინდებურად არ არის მზად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს, რომელიც მან 2008 წელს გაწყვიტა“.
„ოფიციალური თბილისი ჩვენი ქვეყნის მისამართით პერიოდულად კონფრონტაციულ რიტორიკას მიმართავს. და ეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ზემოთ აღნიშნულ პოზიტიურ ტენდენციებს გამყარების შესაძლებლობას არ ანიჭებს. ზურაბ აბაშიძეს, ჩვენი რეგულარული დიალოგის დროს, ამას მუდმივად ვეუბნები“,-დასძინა კარასინმა.
გრიგორი კარასინმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვლადიმირ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის კონტაქტები არ იგეგმება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


