პოლიტიკა
საქართველო ნატოს იმ პოლიტიკის მონაწილე ხდება, რომელიც რუსეთის შეკავებას გულისხმობს - გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველო- ნატოს თანამშრომლობა ისეთ ფორმებს იძენს, რომ თბილისს ნატოს იმ პოლიტიკის მონაწილედ ხდის, რომელიც რუსეთის შეკავებას გულისხმობს.
ამის შესახებ კარასინმა Известия - თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ისევ არსებობს პრინციპული სხვაობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკურ მიდგომებთან მიმართებაში.
„ქართულ მხარეს ყოველთვის ღიად ვეუბნებოდით, რომ ორმხრივი დიალოგი არ ეხება მრავალმხრივ თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. სამწუხაროდ, მეზობელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კეთილმეზობლური და თანასწორუფლებიანი დიალოგის წარმართვის მაგივრად, თბილისი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ რესპუბლიკები რუსეთის მიერ არიან ოკუპირებული.
ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება როგორც არგუმენტი ნატო-სთან დაახლოების საკითხსში.
სამწუხაროა, რომ აღნიშნულ საკითხში, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია არაფრით განსხავდება იმ პოზიციისგან, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო.
მეტიც, ბოლო დროს, საქართველოს და ნატო-ს თანამშრომლობა ისეთ ფორმებს იძენს, რომ თბილისს, ფაქტობრივად, ნატოს იმ პოლიტიკის მონაწილედ ხდის, რომელიც რუსეთის შეკავებას გულისხმობს.
მხოლოდ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წევრი ქვეყნების კონტინგენტის მონაწილეობით, სამი დიდი სწავლება გაიმართა. უკვე მეორე წელიწადია, სპეციალურად მუშავდება ევროპიდან მძიმე სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა.
ახლახან თბილისში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და მასზე მიღებული დეკლარაცია ცალსახად გამოამჟღავნა ალიანსის ანგაჟირებულობა საქართველოსთან მიმართებაში და გამოაშკარავა სამხრეთ კავკასიში მყარად გამაგრების მათი სურვილი“,-განაცხადა კარასინმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


