უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 აპრილი, 2018 11:15
font-size

საქართველო ნატო-სთან არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა, როგორც დღესაა - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო ნატო-სთან არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა, როგორც დღესაა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნამდე.

მისი თქმით, დღევანდელ ფორუმზე საუბარი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს შეეხება.

„ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ვისაუბრებთ. საქართველო ნატო-სთან არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა, როგორც დღესაა. პროგრესი, რომელიც ჩვენ მიღწეული გვაქვს წევრობის გზაზე, ინტეგრაციის პროცესში, ნატო-ს მხრიდან შესაბამისად შეფასებულია და დარწმუნებული ვარ, იგი ასევე 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და პრაქტიკულ თანამშრომლობაში აისახება.

საქართველოს მიზანი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სრულფასოვანი წევრობაა. ჩვენ ასპირანტი ქვეყანა ვართ და ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც წევრობამდე მიგვიყვანს. თითოეული ჩვენი ქმედება და სამიტი იმას მოემსახურება, რომ ამ გზაზე საქართველოს წინსვლა დაფიქსირდეს და ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდეს”, - განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ფორუმის ფარგლებში განიხილავენ ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ანტიდასავლური პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ჰიბრიდული საფრთხეები.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით „ნატოს დღეები 2018“ წარმატებით ჩატარდა, რომლის შემადგენელი ნაწილი უკვე მესამე წელია ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გახდა. ეს ფორუმი წელს მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტების, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების და ნატო-ს წარმომადგენლობით გამოირჩევა. გახსნით ღონისძიებაში და პანელებში მონაწილეობას ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ასევე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის საკითხები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ეს ანტიდასავლური პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ჰიბრიდული საფრთხეებია. ეს საფრთხეები მთლიანად ევროატლანტიკური სივრცისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში ჩვენ, საქართველო ნატო-სთან და პარტნიორებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ორი დღის განმავლობაში მსჯელობა ამ საკითხებზე გვექნება“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

თბილისში დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი გაიხსნა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი