უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 დეკემბერი, 2016 18:30
font-size

საქართველო ნატო-ს 2017 წლის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს - ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს წარმომადგენლობა არ დაესწრება 2017 წლის ნატო-ს სამიტს.

როგორც ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა, მომავალი სამიტი სიმბოლური ხასიათის იქნება და ვიწრო ფარგლებში ჩატარდება, რაც მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

,,ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ბატონ სტოლტენბერგთან, როდესაც მე გახლდით პრემიერ-მინისტრთან ერთად დელეგაციის წევრი. იქ იყო საუბარი მომავალ სამიტზეც, რომელიც სავარაუდოდ 2017 წელს ჩატარდება, თუმცა მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს იქნება უფრო ვიწრო ფარგლებში. თქვენ იცით, რომ როდესაც ახალ პრეზიდენტს ირჩევენ აშშ-ში, ეს პრეცედენტი იყო ნატო-ს რეალობაში, როდესაც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები შეიკრიბენ იმისთვის, რომ მათი თანამშრომლობის და მათი ურთიერთობის ფორმები და გეგმები დაესახათ ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. ეს ერთხელ მოხდა ბუშის არჩევის შემთხვევაში. ეს სამიტიც 2017 წელს იქნება უბრალოდ სიმბოლური დატვირთვის და ის დაუკავშირდება სწორედ ამ ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას. ასე რომ, ჩვენ არ ვიქნებით ამ სამიტის მონაწილე, მაგრამ თქვენ იცით, რომ ყოველ 2 წელიწადში იმართება ეს სამიტი. შემდგომი სამიტი, რომელიც უკვე გაფართოვებული ფორმით იქნება, ბუნებრივია, იქ მივიღებთ მონაწილეობას’’, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი