პოლიტიკა
საქართველო მზად უნდა იყოს იმ რეაქციისთვის, რაც ამერიკის სანქციებს შეიძლება რუსეთის მხრიდან მოჰყვეს - ვანო მაჭავარიანი
საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს მოუმზადებელი იმ რეაქციისთვის, რაც ამერიკის სანქციებს შეიძლება რუსეთის მხრიდან მოჰყვეს, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა.
მისი განმარტებით, აშშ-ის ანტირუსული სანქციები იმ სფეროებს შეეხება, რომელიც რუსეთისთვის სენსიტიურია.
"ეს იქნება ენერგეტიკა, ფინანსური სექტორი თუ სხვა. თავისთავად რუსეთის რეაქციამ არ დააყოვნა. ფაქტია, რომ მედვედევმა, ამას უწოდა რუსეთ-აშშ-ის ნორმალური ურთიერთობის დასასრული და ღია ომი, გამოცხადებული ამერიკის მიერ, რუსეთის ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ.
ფაქტია, რომ ამას გავლენა ექნება. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი. საქართველო მოხსენიებულია ამ სანქციებში, ის კონფლიქტი და ის შეუსრულებელი პირობები, რომელიც რუსეთმა არ შეასრულა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენ პარტნიორებთან.
პრეზიდენტის ინიციატივა, ვიცეპრეზიდენტთან გაჟღერებული, სპეციალურ წარმომადგენელთან დაკავშირებით, არის იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეს საქართველო ძალიან მოუმზადებელი იმ რეაქციისთვის, რომელიც რუსეთიდან შეიძლება იყოს", - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ახალ ანტირუსულ სანქციებს ხელი 2 აგვისტოს მოაწერა, რასაც ოფიციალური მოსკოვის მკვეთრი განცხადება მოჰყვა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


