უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 მარტი, 2026 14:17
font-size

საქართველო მთლიანად დაუცველი დარჩა, ქვეყანა ცარიელ-ტარიელი დარჩა ამ რთულ რეგიონში - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო მთლიანად დაუცველი დარჩა, ქვეყანა ცარიელ-ტარიელი დარჩა ამ რთულ რეგიონში. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„მინდა მოვითხოვო, რომ გივი თარგამაძე თუ არ გამოუძახებიათ მოწმედ, გამოიძახონ, რადგან ამ პროცესთან დაკავშირებით, გივი თარგამაძემ ძალიან მნიშვნელოვანი სატელევიზიო განცხადებები გააკეთა, სადაც ის ჰყვება თუ როგორ მზადდებოდა ნოემბრის აქციები „ეფესბეს“ გენერლების მიერ და როგორ ესაუბრა ამის შესახებ მინსკში ლუკაშენკო და შემდგომ როგორ განვითარდა ეს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ.

რეალურად, საქართველო მთლიანად დაუცველი დარჩა. იმ წლებში, რომელსაც ამ პროცესზე ვიხილავთ, საქართველოს ჰქონდა, ძალიან კარგი უკრაინული საჰაერო დაცვის სისტემები, რომელიც დღესაც აქვს, თუმცა არცერთი რაკეტა 2012 წლის შემდეგ არ შესყიდულა, ამ სისტემებისთვის. საქართველოს ჰქონდა, მყარი შეთანხმება აშშ-სთან, რომლის მიხედვითაც საქართველოს უნდა მიეღო საჰაერო დაცვის სისტემები, 2013 წელს. შემდეგ ივანიშვილი მოვიდა და ამ სისტემებზე უარი თქვა, არა ის ალასანიას ფრანგული სისტემები, რომელიც დაბალი რადიუსისაა, არამედ მაღალი რადიუსის იყო. ასევე, უნდა მიგვეღო მინიმუმ 12 ცალი ვერტმფრენი, რომელიც სამხედრო პერსონალის გადაყვანისთვისაა. საქართველო დარჩა სრულიად დაუცველი.

გაანადგურეს „დელტას" წარმოება, ჩვენ პირველი პროტოტიპი გვქონდა აწყობილი ფრთოსანი რაკეტების და ჩვენ ვაპირებდით, ფრთოსანი რაკეტების სერიულ წარმოებას, 2012 წლის ბოლოდან. ასევე, „დელტას" წარმოებაში იყო საბრძოლო ქვეითი მანქანები, რომლის წარმოებაზეც იყო უარი. ასევე, „დელტას“ წარმოებაში იყო ძალიან დახვეწილი დრონების წარმოების პროგრამაც, ეს პროგრამა რომ გაგრძელებულიყო საქართველო იქნებოდა ბევრად წინ წასული და განვითარებული. ასევე, ბევრი პროდუქცია გვექნებოდა გარეთ გასატანი და გასაყიდი. ეს სისტემები ყველაზე მეტად წაადგებოდა საქართველოს. ეს ყველაფერი შეჩერდა დღეს. საქართველო ცარიელ-ტარიელი დარჩა ამ რთულ რეგიონში და სადამდე გასტანს დაწოლისა და ქვემოთ ძრომიალის პოლიტიკით საქართველოს გადარჩენა? ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს.

საქართველოში იარაღი ერთადერთი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ დათვის ტყვიების მსროლელი თოფებით ვერ მოიგერიებ ვერც ირანულ და ვერ რუსულ დრონებს. დღეს კი თქვენ საუბრობთ რაღაც ნოემბრის მოვლენებზე, „იმედში“ შესვლის ბრძანება მე არ გამიცია, ეს პოლიციამ განახორციელა, მაგრამ ეს ის „იმედია", რომელიც 2007 წელს ზუსტად იდენტურ პროპაგანდას აწარმოებდა, რის გამოც 2026 წელს დასანქცირდა. უშვებდა რეპორტაჟებს იმის შესახებ, რომ დაწესებული რუსეთის ემბარგო, საქართველოს წინააღმდეგ, ვითომ საქართველოს ბრალი იყო. ჩვენ კი დაუცველები აღმოვჩნდით ამ პროპაგანდის წინააღმდეგ, ვერ წარმოგვიდგენია რა მასშტაბებს აღწევდა ეს პროპაგანდა და როგორი დამანგრეველი ძალა ჰქონდა. ეს მაშინ მსოფლიოსთვის ახალი იყო, შემდეგ მსოფლიომ მიიღო ზომები და დახურეს ტელევიზიები, სადაც ასეთი მომწამლავი პროპაგანდა იწარმოებოდა და ასეთი ტელევიზიები იხურებოდა. ჩვენ არ დაგვიხურია, რამდენიმე დღით გაჩერდა „იმედი" და რამდენიმე დღეში განაგრძო მაუწყებლობა, მისმა კოლექტივმა გადაწყვიტა, რომ აღარ მიეღო მონაწილეობა სახელმწიფო გადატრიალებაში",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ამ სიტუაციიდან გვინდა გამოსვლა და მივესალმები ოპოზიციურ კონსოლიდაციას. მიმაჩნია, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა არის დიქტატორების დასრულების წელიწადი, შარშან ასადი დასრულდა, შემდეგ მადურო, შემდეგ ხამენეი და მისი შვილიც მალე მიყვება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული სააკაშვილი, თუმცა სიტყვის წარმოთქმის შემდეგ პროცესი დატოვა.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი