უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მაისი, 2018 15:30
font-size

საქართველო ლიდერია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებით და აშშ მხარს უჭერს პრემიერ კვირიკაშვილის პოლიტიკას- ბრიჯიტ ბრინკი

მერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თაღთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიჯიტ ბრინკმა. მან ვრცლად ისაუბრა საქართველო-აშშ-სს სტარტეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან მრავალი წლის განმალობაში. “ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ადმინისტრაცია მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორს, განსაკუთრებით გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. საქართველოსა და ამერიკას შორის ტრადიციულად მტკიცე ურთიერთობები არსებობს და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს ურთიერობები კიდევ უფრო განმტკიცდა, კერძოდ, უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობისა და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობის მიმართულებით“- განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა სიტყვით გამოსვლისას. ბრიჯიტ ბრუნკმა აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითად მოიყვანა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი სამი თვის განმალობაში პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი და ვიცე-პრეზიდენტის პენსის ვიზიტი თბილისში გასულის წლის ივლისში. საკუთარ გამოსვლასი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლემა ხაზი გაუსვა კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ისუაბრა 2018 წლის საბიუჯეტო კანონში საქართველოს მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე, ასევე მნიშვნელოვან ცანაწერზე, რომლის თანახმადაც აშშ-ის მხრიდან იზღუდება იმ მთავრობების დაფინანსება, რომლებიც აღიარებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს. “საყოველთაოდ ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია:რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“-განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველო მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმარტულებით. „ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მთავრობის პრაგმატულ ძალისხმევას იპოვოს წინ მიმავალი გზა და მიაჩნია, რომ მხოლოდ კომუნიკაციის, დიალოგის გაგრძელების გზით შესძლებს საქართველო ორივე რეგიონის ხალხებთან კონტაქტების გაძლიერებას“-აღნიშნა ბრინკმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა რომ აშშ დიდად აფასებს საქართველოს მეირ გაღებულ მსხვერპლს. მისი განცხადებით აშშ მზადაა გააღრმავოს საქართველოსთან ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. „ორი ათწლეულია აშშ მუშაობს როგორც ორმხრივად, ისე ნატოს პარტნიორებთან, ნატოს სტანდარტების შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით“-განაცხადა ბრინკმა. მან ასევე ისუაბრა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე „ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. საქართველოს გარდა არავის შეუძლია გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. არც ერთ ქვეყანას არ აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ვეტო დადების უფლება“ - განაცხადა ბრინკმა.

მისი თქმით საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ლიდერია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით. მან დააფიქსირა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფორმების პოლიტიკის მიმართ „საქართველოს ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც დასავლეთში ინტეგრაციისკენაა ორიენტირებული. საქართველო ლიდერია დემოკრატული და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით. აშშ მხარს უჭერს პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზეა ფოკუსირებული და საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიან გეგმას, რომელიც მთელ რიგ ნაბიჯებს ითვალისწინებს განათლების სისტემის გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაბანდების, საგადასახადო სისტემის გამარტივებისა და სასამართლო რეფორმების გატარების მიმართულებით“- განაცხადა ბრინკმა.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში, ამერიკის კვლევითი ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, ასევე ღონისძიების ორგანიზატორები საქართველო-ამერიკის ასოციაცია, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და სხვა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი