პოლიტიკა
საქართველო კორუფციის ნაკლებობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია, კორუფციის სიდიდით კი, პირველ-მეორე ადგილზე უკრაინა და მოლდოვა არიან, ეს რეალობაა - ირაკლი ქადაგიშვილი
დღევანდელი კვლევის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია კორუფციის ნაკლებობით და პირველ ადგილზე ვინ არის? – ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნები კანდიდატებს შორის, უკრაინა და მოლდოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ბოლო წლების განცხადებებს და რიტორიკას თუ დავაკვირდებით, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდის, მათთვის კორუფცია იყო ქვეყნის შეფასების მიმართულებით ერთ-ერთი ფუნდამენტური მაჩვენებელი. ამაზე იგებოდა შემდეგ დემოკრატიის ნაკლებობაც, რეჟიმის შეფასება, სახელის დარქმევა და ა.შ. აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მაჩვენებლით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ჩვენი მიზანია არა ოცეულში ყოფნა, არამედ საუკეთესო ლიდერებს შორის. დღევანდელი კვლევის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია კორუფციის ნაკლებობით და პირველ ადგილზე ვინ არის? – ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნები კანდიდატებს შორის, უკრაინა და მოლდოვა. ეს რეალობაა. ჩვენ ამ პროპაგანდის გარღვევა და ამ ურთიერთობაში სამართლიანობის დამკვიდრება გვინდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


