უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 მაისი, 2025 14:26
font-size

საქართველო ირანს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უახლოვდება - TI

"საქართველო ირანს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უახლოვდება" - ამის შესახებ ანგარიშსს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, "ქართული ოცნება" არადემოკრატიულ რეჟიმებთან ურთიერთობას აძლიერებს, მათ შორის ანტიამერიკული პოლიტიკით გამორჩეულ ირანთან.

"ქართული ოცნება" ასეთ ქვეყნებს ამერიკის და ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ალტერნატივად განიხილავს. ეს საგარეო კურსი განსაკუთრებით აშკარა 2022 წლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა.

2024 წლის 22 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას დაესწრო, ხოლო 30 ივლისს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა, სადაც ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს".

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონთან კავშირების გამყარება ირანის ისლამური რესპუბლიკისა და მისი მე-14 მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ასევე, ხაზი გაუსვა ირანის მზადყოფნას, საქართველოს მსგავსად, გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად. ხოლო ირაკლი კობახიძის განცხადებით, ირანს აქვს მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული პოზიცია რეგიონში და მიესალმა ორ ქვეყანას შორის (ირანს და საქართველოს) ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მეგობრულ ატმოსფეროს.

2021 წელს ირანი, საქართველო და აზერბაიჯანი ახალი სატრანზიტო კორიდორის შექმნაზე შეთანხმდნენ. ახალ მარშრუტს სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის ერთმანეთთან დაკავშირება შეეძლება," - წერს TI.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ დაახლოებასთან ერთად, გასული 12 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, ირანთან ვაჭრობა 3-ჯერ, ირანელი ვიზიტორების რაოდენობა კი 2-ჯერ გაიზარდა, ირანის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები 5-ჯერ.

ვაჭრობა:

2024 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ირანთან რეკორდულად მაღალი – 322 მლნ დოლარი იყო, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მეტია. ბოლო 2 წელში ირანთან ვაჭრობა 23%-ით გაიზარდა.

322 მლნ დოლარის სავაჭრო ბრუნვაში ქართული საქონლის ირანში ექსპორტი 37 მლნ დოლარი იყო, ხოლო ირანიდან საქონლის იმპორტი 285 მლნ დოლარი.

ირანიდან საქართველოს ძირითადად შავი ლითონები (142 მლნ დოლარი), სამშენებლო მასალები (46 მლნ დოლარი), პლასტმასის ნაწარმი (34 მლნ დოლარი) და საკვები პროდუქტები შემოდის (22 მლნ დოლარი). ბოლო 12 წელში იმპორტის 3-ჯერ ზრდა ძირითადად შავი ლითონების და სამშენებლო მასალების იმპორტის მატებამ განაპირობა.

ტურიზმი:

მზარდია ირანიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს 146 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2012 წელზე თითქმის 2-ჯერ მეტია. ყველაზე მეტი – 291 ათასი 2018 წელს შემოვიდა. თუმცა, პანდემიის შემდეგ ირანიდან ტურიზმმა სწრაფად დაიწყო აღდგენა და 2023-2024 წლებში საშუალოდ 19%-ით იზრდებოდა.

2023 წელს ირანელმა ტურისტებმა საქართველოში 128 მლნ დოლარი დახარჯეს.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელში საქართველოში საცხოვრებლად 10 ათასამდე ირანელი ემიგრანტი ჩამოვიდა.

ირანული ბიზნესი და ინვესტიციები საქართველოში:

2013-2024 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 9,300 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4 ჯერ აღემატება 2013 წლამდე საქართველოში არსებულ ირანელების კომპანიებს.

ირანიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო და 2006-2012 წლებში სულ 8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი, 41 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია ვაჭრობის, მშენებლობის, მრეწველობის და ტრანსპორტის სექტორებში განხორციელდა.

ფოტო TI

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი