პოლიტიკა
საქართველო ირანელებისთვის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია - ირანის ვიცე-პრეზიდენტი
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში საქათველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან, ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ალი აშგარ მოუნესანთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ირანს შორის არსებული ისტორიული კავშირები და მიესალმნენ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ისევე როგორც ირანის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატეს ორივე ქვეყნის დიდი ინტერესი განავითარონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის აღნიშნეს საქართველოსა და ირანის შესაძლებლობები რეგიონის წარმოჩენის და მისი განვითარების თვალსაზრისით.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტის დროს მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რამაც კიდევ ერთხელ ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.
შეხვედრაზე საუბარი ასევე დაეთმო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებს.
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ირანის მხრიდან საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მიმართ მზარდ ინტერესს და აღნიშნა, რომ ირანელებისთვის საქართველო ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოში ტურიზმის სფეროში განხორციელებული რეფორმები და ის შთამბეჭდავი სტატისტიკა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის მიმართ ინტერესი ყოველ წელს იზრდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


