პოლიტიკა
საქართველო გეგმავს კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს - გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ევროინტეგრაციას მიისწრაფვის. მან ხაზი გაუსვა პროგრესს ევროკავშირთან ურთიერთობაში, კერძოდ, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და უვიზო მიმოსვლის შემოღება.
„ჩვენ ასევე აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. ევროპულ სივრცეში დაბრუნების სურვილი საქართველომ 1991 წელს, სახელმწიფოებრიობის აღდგენისთანავე გამოთქვა.
წლების მანძილზე გაწეულმა დაუღალავმა შრომამ და საჯარო სფეროს ყველა მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ინტენსიურმა თანამშრომლობამ შედეგად მოიტანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, რასაც ემატება შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება ისტორიული მოვლენა გახლავთ, რომელიც აახლოვებს საქართველოს ევროპასთან. სიმბოლური დატვირთვის გარდა, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და საქართველოს შორის საქმიანი, პროფესიული და ადამიანთა შორის კონტაქტების გააქტიურებას, რის შედეგადაც ჩემი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე.
კვირიკაშვილმა თქვა, რომ საქართველო გეგმავს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს სამართლებრივი და საკანონმდებლო კუთხით, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებისა და პროგრამებთან თანამშრომლობის გაფართოებით, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებით, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებით.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიცია, რომ ევროინტეგრაციას მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება უძღოდეს წინ.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როცა მხოლოდ წევრობის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება დარჩება სასურველი მიზნის მისაღწევად“,- თქვა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, 26 მაისიდან თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება, რომელიც დღეს დასრულდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


