პოლიტიკა
საქართველო გაქრა მსოფლიო დღის წესრიგიდან - ანდრეი ილარიონოვი
ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტის ანდრეი ილარიონოვის განცხადებით, საქართველოსა და მისი ტერიტორიების ოკუპაცია მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოხსნილია. საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის შეფასებისას ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების კუთხით, ფაქტობრივად არ მუშაობს.
„შეხედეთ, რა ხდება ბოლო ხუთი წელია. საქართველო გაქრა მსოფლიო დღის წესრიგიდან. მასზე არავინ არ საუბრობს. არავინ არ წერს. არ არიან არც ქართველი სპიკერები და არც ისინი, ვინც საქართველოზე ილაპარაკებს, ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გაქრა. იყო ადამიანების გატაცების ფაქტები, მავთულხლართების გაბმის ფაქტები, მაგრამ მსოფლიომ ამის შესახებ არ იცის, რადგან ამაზე საქართველოს ხელისუფლება არ ლაპარაკობს.
2003-დან 2012-მდე საქართველოს ჰყავდა ძლიერი სპიკერები, რომლებიც მსოფლიო დონეზე ყველაფერს ლაპარაკობდნენ. მაშინ საქართველოს გაიცნო მსოფლიომ . სპიკერები ყველა ფაქტზე საუბრობდნენ და ყველა პრობლემა მსოფლიო განხილვის თემა ხდებოდა. რეალურად 2008 წელს სწორედ ამან შეაჩერა რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრა, ქვეყნის პრობლემების საერთაშორისო დონეზე განხილვა არის დამატებითი დაცვის ბერკეტები, რომელიც ქვეყანას აგრესორისგან დაიცავს.
უსაფრთხოების კუთხით ყველაზე საშიში რაც მოხდა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, არის საერთაშორისო დაცვის მექანიზმის მოშლა. ეს აწყობილი სტრუქტურა მთლიანად ლიკვიდირებულია.” - აცხადებს ექსპერტი ანდრეი ილარიონოვი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


